მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული ჯარები იზიუმის რეგიონში შეტევის განახლებისთვის ემზადებიან

რუსული ჯარები იზიუმის რეგიონში შეტევის განახლებისთვის ემზადებიან

რუსული ჯარები იზიუმის რაიონში შეტევის განახლებისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

„ბრძოლა რეგიონის ტერიტორიაზე გრძელდება. ხარკოვის მიმართულებით მტერი, ისევე როგორც წინა დღეებში, ორიენტირებულია ოკუპირებული ხაზების შეკავებაზე და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი წინსვლის აღკვეთაზე“, - განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.

სინეგუბოვის თქმით, იზიუმის რაიონში რუსი დამპყრობლები ემზადებიან შეტევის განახლებისთვის.

„მაგრამ უკრაინის  შეიარაღებული ძალები იკავებენ თავიანთ პოზიციებს და არ უშვებენ მტრის წინსვლას“, - ხაზგასმით აღნიშნა რეგიონის ხელმძღვანელმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ლუგანსკის ოლქში მედესანტეებმა კიდევ ერთი რუსული სუ-25 ჩამოაგდეს

👉 29 050-ზე მეტი რუსი სამხედრო, 1 285 ტანკი, 3 141 საბრძოლო ჯავშანტექნიკა - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე

👉 🎥 უკრაინის შეიარაღებული ძალების 45-ე ცალკეულმა საარტილერიო ბრიგადამ ოკუპანტების აღჭურვილობა გაანადგურა

👉 უკრაინის არმია საბრძოლო შესაძლებლობების პიკს აღწევს - არესტოვიჩი

👉 რუსები სევეროდონეცკში შეღწევას ოთხი მხრიდან ცდილობდნენ, თუმცა დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს - გაიდაი