მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს მთავრობას ომი არ სურს - ახრა ავიძბა

აფხაზი „ბოევიკი“

ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური ახრა ავიძბა ამბობს, რომ დასავლეთი საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მან ომი დაიწყოს, მაგრამ საქართველოს მთავრობას ომი არ სურს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

„ჯერ სად ხართ, უარესი იქნება“ - რუსი სამხედრო კორესპონდენტი

„სრულიად ნათელია, რომ საქართველოს მთავრობას ომი არ სურს. მას ესმის, რომ თუ ომი დაიწყება, მთავრობა შეიცვლება. ოპოზიციას კი სურს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოიყვანოს და შემდეგ ახალი მთავრობა აფხაზეთს თავს დაესხას“, - განაცხადა ავიძბამ პრესკონფერენციაზე.

👉 ადრე ყმები იყავით, ახლა მონები გახდით - ალა პუგაჩოვა კრიტიკოსებს პასუხობს

ავიძბას თქმით, საქართველოს 2008 წელსაც და ახლაც იარაღით ამარაგებენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ის კონფლიქტში ჩაითრიონ. ახრა ავიძბა უკრაინის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო - ორი ყველაზე ნაციონალისტური ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში. 

✔️ აშშ გაანადგურებს რუსეთის ჯარებს და შავი ზღვის ფლოტს, თუ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - პეტრეუსი

✔️ კადიროვმა და პრიგოჟინმა საჯაროდ შეარყიეს პუტინის ავტორიტეტი - ISW

✔️ რუს ოფიციალურ პირებს უჭირთ ოფიცრების პოვნა, რომლებიც უხელმძღვანელებენ ახალ დანაყოფებს - ბრიტანული დაზვერვა

✔️  ლიმანში დამარცხებამ რუსეთის ფედერაციას უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა, ვიდრე კიევიდან და ხარკოვიდან წასვლამ - ანალიტიკოსები