მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელებმა კიდევ ერთი k-52 „ალიგატორი“, სუ-34, სუ-25 და „ორლან-10“ გაანადგურეს

სუ-34

21 აპრილს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების სუ-34, სუ-25 და „ორალან-10“ გაანადგურეს.

სუ-34 უკრაინელმა მებრძოლებმა ხარკოვის რეგიონში ჩამოაგდეს. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. 

„დღეს ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს კიდევ ერთი მტრის თვითმფრინავი სუ-34. რუსული საბრძოლო ტექნიკა ჩამოგდებულია იზიუმის რეგიონში, სადაც ოკუპანტებთან ბრძოლა მიმდინარეობს“, - განაცხადა სინეგუბოვმა.

თვითმფრინავი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამ დროისთვის უცნობია გადარჩნენ თუ არა პილოტები.

რაც შეეხება სუ-25-სა და „ორლან-10“-ს, ისინი საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს.

„21 აპრილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადესანტო ძალების სამხედრო ნაწილების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს მტრის საჰაერო თავდასხმის თვითმფრინავი სუ-25 და მრავალფუნქციური უპილოტო საჰაერო სისტემა „ორლან-10“, - ვკითხულობთ საჰაერო ძალების პრესცენტრის განცხადებაში.

ეროვნული გვარდიის საჰაერო თავდაცვის ნაწილმა კი ზაპოროჟიეს რეგიონში გაანადგურა მტრის ვერტმფრენი K-52 „ალიგატორი“.

„ვერტმფრენი აღჭურვილია ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემით, ქვემეხის სამაგრი ლაზერული მართვის სისტემით, საჰაერო ბომბებით და სხვა იარაღით“, - წერს ეროვნული გვარდია.

ამავე თემაზე:

🔴 კრეისერ „მასკვას“ ჩაძირვის ადგილზე მტერი სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს - ვლადისლავ ნაზაროვი

🔴 შოიგუმ პუტინი მარიუპოლის აღების შესახებ მოატყუა - უკრაინული მედია

🔴 „ბუზი არ გაფრინდეს“ - პუტინმა „აზოვსტალზე“ თავდასხმის გაუქმება ბრძანა - რუსული მედია

🔴 ემუქრება თუ არა გადადგომა შოლცს უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებაზე უარის თქმის გამო - Spiegel

🔴 „ლანჩის წინ ან მის შემდეგ“ - კადიროვი დარწმუნებულია, რომ დღეს „აზოვსტალის“ ქარხანას აიღებს