მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი „ილ-76“ ჩამოაგდეს

„ილ-76“

უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა კიევთან მდებარე დასახლება ვასილკოვოსთან „ილ-76“-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომლითაც რუსული ძალები დესანტის გადასხმას ცდილობდნენ. ამის შესახებ kontrakty.ua იუწყება. 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვინიცასთან რუსი ოკუპანტების სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავია განადგურებული. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სამდღიანი ბრძოლების შედეგად 3500-ზე მეტი ოკუპანტია განადგურებული.

ვასილკოვოსთან, ასევე კიევის ჩრდილოეთ მისადგომებთან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენჯერმე სცადეს დესანტის გადასხმა. ზოგიერთმა დივერსიულმა ჯგუფმა კიევში შეაღწია, სადაც ისინი გაანადგურეს. 

იხილეთ აგრეთვე:

📢 „მსოფლიოსგან მოვითხოვ რუსეთის ფედერაციის სრულ იზოლაციას“ - დმიტრო კულება

📢  ემანუელ მაკრონი უკრაინაში იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას აგზავნის

📢  განადგურებულია ოკუპანტების 102 ტანკი, 8 ვერტმფრენი, სარაკეტო დანადგარები... - უკრაინული მხარე

📢 „მე აქ ვარ, იარაღს არ დავდებთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება (ვიდეო)

📢 თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს - რუსული მედია

📢 ზელენსკი ქართველ ხალხს მიმართავს

📢 რუსებმა ქალაქი ხერსონი აიღეს და ნიკოლაევისკენ გაემართნენ

📢 რუსები კიევის რაიონ ივანკოვს ბომბავენ (ვიდეო)