მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აღმოსავლეთ აფრიკაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი სურსათის მწვავე დეფიციტს განიცდის - Abcnews

სურსათის დეფიციტი

აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონში მიმდინარე წელს 50 მილიონზე მეტი ადამიანი სურსათის მწვავე დეფიციტს განიცდის. ამის შესახებ Abcnews-ი წერს. 

მედიასაშუალების ცნობით, სომალისა და სამხრეთ სუდანში სავარაუდოდ, დაახლოებით 300,000 ადამიანი სრული შიმშილის პირობებში იქნება. 

ჰუმანიტარული ჯგუფები და ორგანიზაციები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, რეგიონში სასურსათო კრიზისის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ. 

„გარდა დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული დახმარებისა, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეინარჩუნოს ინვესტიციები გლობალურ სოფლის მეურნეობაში და განახორციელოს შეთანხმებული დიპლომატია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ მეტი რესურსების მობილიზება დონორებისგან, თავიდან ავიცილოთ ექსპორტის შეზღუდვები“, - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორი სამანტა პაუერი. 

პაუერმა კვირის დასაწყისშიც ისაუბრა გლობალური სასურსათო კრიზისის კატასტროფის თავიდან აცილების აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ 1,2 მილიარდი დოლარის დაფინანსებაა საჭირო იმისთვის, რომ ეთიოპიაში, სომალისა და კენიაში მცხოვრები ადამიანების დახმარება განხორციელდეს. 

სომალი - ქვეყანა, რომელიც ისლამური ექსტრემისტული ამბოხების და კონფლიქტის ზონაა, განსაკუთრებით დაუცველად მიიჩნევა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე 2 პალესტინელი მოკლეს - პალესტინური მხარე

👉 ჩვენ გვჯერა ორი სქესის, არსებობენ კაცები და ქალები - დონალდ ტრამპი

👉 ეპისკოპისი ქადაგების დროს პირდაპირი ტრანსლირებისას გაძარცვეს - შემთხვევა ბრუკლინში

👉 დაღუპულია სულ მცირე 17 მიგრანტი, მათ შორის ჩვილი - ბაჰამის კუნძულებთან გემი ჩაიძირა

👉 შეიარაღებულმა პირმა უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა, დაღუპულია ქალაქის ყოფილი მერი - შემთხვევა ფილიპინებში

👉 ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, დაღუპულია სულ მცირე 21 ადამიანი - შემთხვევა კენიაში

👉 სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა - შემთხვევა კალიფორნიაში