მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა მეთაურებმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება მიიღეს - CBS

რუსული ტანკები

შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა მეთაურებმა უკრაინაში შეჭრის შესახებ ბრძანება მიიღეს, - ამის შესახებ CBS News-ის კორესპონდენტი დევიდ მარტინი შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. 

გამოცემის ცნობით, მეთაურები ადგენენ კონკრეტულ გეგმებს, თუ როგორ მოახდინონ მანევრირება ბრძოლის ველზე.

რუსი გენერლები აკეთებენ ყველაფერს, რასაც ამერიკელი გენერლები შეჭრის დაწყების ბრძანების მიღების შემდეგ იზამდნენ.

ამასთან, ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში გარდაუვალია და მასზე თავდასხმას უახლოეს დღეებში გეგმავს. 

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ „თავდასხმის რისკი ძალიან მაღალია, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი უკრაინაზე სრულმასშტაბიან თავდასხმას გეგმავს“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსეთს მასიური სექციებით ემუქრება და ამბობს, რომ თუ იქნება მორიგი სამხედრო აგრესია, რუსეთს მასიური სანქციებით უპასუხებს. 

შეგახსენებთ, პუტინი და ლუკაშენკო სამხედრო წვრთნების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ბელარუსისა და რუსეთის სამხედრო წვრთნები 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.

ამავე თემაზე: 

🔴 „რუსეთის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინა აქციოს საქართველოს მსგავს ქვეყნად“ - პაატა ზაქარეიშვილი

🔴 აქვს თუ არა ვლადიმერ პუტინს გეგმა B და რა მოხდება თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება?

🔴 რუსეთი ევროპაში ყველაზე დიდ ომს გეგმავს 1945 წლის შემდეგ - ბორის ჯონსონი

🔴 „რუსეთი უკრაინაზე სრულმასშტაბიან თავდასხმას გეგმავს“ - იენს სტოლტენბერგი

🔴 „უკრაინელები კუბოში არ ჩაწვებიან და არ დაელოდებიან რუს სამხედროებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴 „ისინი გვეუბნებიან, „კარები ღიაა“, მაგრამ ამ დროისთვის უცხო პირებს არ უშვებენ“ - ზელენსკი ნატო-ში გაწევრიანებაზე

🔴 „უფრო მეტად საკუთარ ხალხს ებრძვის პუტინი, ვიდრე უკრაინას ან ნატო-ს“ - კახა გოგოლაშვილი