მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი და ლუკაშენკო სამხედრო წვრთნების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

პუტინი და ლუკაშენკო სამხედრო წვრთნების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ალექსანდრე ლუკაშენკომ და ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტეს გააგრძელონ რუსეთისა და ბელორუსის სამხედრო წვრთნები, რომლებიც თებერვლის დასაწყისში დაიწყო და 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.

ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნები გაგრძელდება საზღვრებთან სამხედრო აქტივობისა და დონბასში გამწვავების გამო.

რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის სამხედრო წვრთნები დღეს არ დასრულდება.

„საკავშირო სახელმწიფოს გარე საზღვრებთან სამხედრო აქტივობის ზრდასთან და დონბასში სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით, ბელორუსის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს გააგრძელონ სამხედრო წვრთნები “, - განაცხადა ბელორუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა.

მისი თქმით, ევროპას დენთის სუნი ასდის. 

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს ბელორუსიაში რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები სახელწოდებით „Allied Resolve-2022“ დაიწყო. ბელორუსისა და რუსეთის სამხედრო წვრთნები 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.

ამავე თემაზე: 

🔴 რუსეთი ევროპაში ყველაზე დიდ ომს გეგმავს 1945 წლის შემდეგ - ბორის ჯონსონი

🔴 „უკრაინელები კუბოში არ ჩაწვებიან და არ დაელოდებიან რუს სამხედროებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴 „ისინი გვეუბნებიან, „კარები ღიაა“, მაგრამ ამ დროისთვის უცხო პირებს არ უშვებენ“ - ზელენსკი ნატო-ში გაწევრიანებაზე

🔴 „უფრო მეტად საკუთარ ხალხს ებრძვის პუტინი, ვიდრე უკრაინას ან ნატო-ს“ - კახა გოგოლაშვილი

🔴 „ეს არ იქნება ის გასეირნება, რომელიც რუსეთმა საქართველოში მოაწყო 2008 წელს“ - კახა გოგოლაშვილი

🔴 „უკრაინა ევროპის ფარია რუსეთის წინააღმდეგ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴 ნატო კიევში ოფისს ხურავს და თანამშრომლები ლვოვში გადაჰყავს