მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი სამყარო დიდ უბედურებაშია“ - ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალური მდივანი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანტონიო გუტერეშმა ორგანიზაციის ასამბლეაზე კლიმატის ცვლილებებზე, ეკონომიკურ უთანასწორობასა და სხვა იმ აქტუალური საკითხების შესახებ ისაუბრა, რაც მსოფლიოს ქვეყნებს აწუხებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს. 

ყოველწლიურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გუტერეშმა თქვა, რომ სამყარო დიდ უბედურებაშია. 

„ჩვენი სამყარო დიდ უბედურებაშია. სამყაროს წინაშე არსებული გამოწვევები კიდევ უფრო ღრმავდება. საერთაშორისო საზოგადოება არ არის მზად ან არ სურს გაუმკლავდეს ჩვენი ეპოქის დიდ დრამატულ გამოწვევებს. ეს კრიზისები საფრთხეს უქმნის კაცობრიობის მომავალს და ჩვენი პლანეტის ბედს. ჩვენი სამყარო საფრთხის წინაშეა და პარალიზებულია“, - განაცხადა გუტერეშმა. 

მისი თქმით, ამ ძირითადი გამოწვევების დაძლევა თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

„მოდით ვიმუშაოთ როგორც ერთიანმა ერებმა და მსოფლიო კოალიციამ“, - დასძინა გუტერეშმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ რუსები ანადგურებენ კაშხალს - ხარკოვის ოლქში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი წყალდიდობის საფრთხის შესახებ გააფრთხილეს

✔️ ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია ნათლად აჩვენებს, რომ ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის - ზელენსკი

✔️ პუტინის „რეფერენდუმის“ გეგმები, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია რუსეთის შიდა აუდიტორიაზე - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

✔️ სახელმწიფო, რომელიც შიმშილობას იწვევს, მსოფლიოსგან ყველაზე მკაცრ რეაქციას იმსახურებს - ზელენსკი