მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

11.4 მილიონი დოლარი დაკრძალვისთვის - იაპონიის ექსპრემიერის დაკრძალვის ხარჯების გასაპროტესტებლად, ტოკიოში კაცმა თავის დაწვა სცადა

პრემიერის დაკრძალვის ხარჯების გასაპროტესტებლად, ტოკიოში კაცმა თავის დაწვა სცადა

ივლისში მოკლული იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გამო, ტოკიოში კაცმა თავის დაწვა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას bbc ავრცელებს. 

ყოფილი პრემიერი 27 სექტემბერს უნდა დაკრძალონ. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცმა, რომელმაც თავის დაწვა სცადა, განაცხადა რომ ყოფილი პრემიერის დაკრძალვისთვის უზარმაზარი თანხები იხარჯება. 

პოლიციის ოფიცრებმა ცეცხლი ჩააქრეს და გონზე მყოფი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი დაზიანებების ხარისხი და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა უცნობია. იაპონური მედიის ცნობით, მამაკაცი სავარაუდოდ 70 წლისაა.

იაპონიის ხელისუფლებას პროტესტთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. 

67 წლის სინძო აბე 8 ივლისს მოკლეს. მისი დაკრძალვის ცერემონია, სავარაუდოდ 11.4 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ იყავით უფრო გავლენიანი - ერდოღანი ანტონიო გუტერეშს

✔️ „ჩვენი სამყარო დიდ უბედურებაშია“ - ანტონიო გუტერეში

✔️ რუსები ანადგურებენ კაშხალს - ხარკოვის ოლქში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი წყალდიდობის საფრთხის შესახებ გააფრთხილეს

✔️ ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია ნათლად აჩვენებს, რომ ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის - ზელენსკი

✔️ პუტინის „რეფერენდუმის“ გეგმები, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია რუსეთის შიდა აუდიტორიაზე - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

✔️ სახელმწიფო, რომელიც შიმშილობას იწვევს, მსოფლიოსგან ყველაზე მკაცრ რეაქციას იმსახურებს - ზელენსკი