მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იყავით უფრო გავლენიანი - ერდოღანი ანტონიო გუტერეშს

თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაერთიანებული ორგანიზაციის ყოველწლიურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.
როგორც „ასოშიეთიდ პრესი“ თავის მიმოხილვაში წერს, გენერალურ ასამბლეაზე ყურადღება მიექცა კონფლიქტის საკითხებში სირიიდან უკრაინამდე თურქეთის მანევრირებას. 

გამოცემა წერს, რომ ერდოღანმა ინფლაცია გლობალურად სურსათის და ელექტროენერგიის ფასების ზრდით ახსნა და არა მისი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკით. 

ერდოღანის სიტყვით გამოსვლა მსოფლიოში თურქეთის როლის შესახებ ხაზგასმა იყო. 
მისი თქმით, თურქეთი კონფლიქტების ნაწილში „ცდილობს ვითარების ერთგვარი მომგვარებელი იყოს“. 

პრეზიდენტი ერდოღანი მრავალ მწვავე საკითხს შეეხო. მისმა შენიშვნებმა ასევე ხაზი გაუსვა თურქეთის როლს მრავალ კონფლიქტში, პირდაპირ თუ ირიბად. 

„ყველაფერი ეს კატასტროფაა, რომელიც გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ბევრად უფრო ეფექტური და გავლენიანი უნდა იყოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას. 

მან აღნიშნა, რომ თურქეთმა ასევე მიიღო 4 მილიონი სირიელი ლტოლვილი ხანგრძლივი ომის განმავლობაში. სიტყვით გამოსვლის დროს ერდოღანმა დაღუპული სირიელი ლტოლვილი ბავშვების ფოტო ხელში აიღო და მუდმივი მხარდაჭერის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. 

მისი თქმით, გაერო უნდა იყოს უფრო ინკლუზიური და უშიშროების საბჭო უნდა იყოს უფრო დემოკრატიული და ფუნქციონალური.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ჩვენი სამყარო დიდ უბედურებაშია“ - ანტონიო გუტერეში

✔️ რუსები ანადგურებენ კაშხალს - ხარკოვის ოლქში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი წყალდიდობის საფრთხის შესახებ გააფრთხილეს

✔️ ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია ნათლად აჩვენებს, რომ ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის - ზელენსკი

✔️ პუტინის „რეფერენდუმის“ გეგმები, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია რუსეთის შიდა აუდიტორიაზე - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

✔️ სახელმწიფო, რომელიც შიმშილობას იწვევს, მსოფლიოსგან ყველაზე მკაცრ რეაქციას იმსახურებს - ზელენსკი