მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრიტანეთის პრემიერმა თავდაცვის მდივანს დაავალა, გაარკვიოს, რომელი საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება შეუძლია ქვეყანას უკრაინისათვის

ბრიტანეთის პრემიერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თავდაცვის მდივან ბენ უოლესს დაავალა, გაარკვიოს, რომელი საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება შეუძლია ქვეყანას უკრაინისათვის.

პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრი ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს.

„პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მდივანს დაავალა, გამოეკვლია რა თვითმფრინავების მიცემა შეგვიძლია, თუმცა ეს გრძელვადიანი გადაწყვეტაა და არა მოკლევადიანი დახმარება, რაც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება“, - აღნიშნა რიში სუნაკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ბრიტანეთის პრემიერის წარმომადგენელმა, ასევე, განაცხადა, რომ საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

რიში სუნაკმა დღეს სხვა სამხედრო დახმარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ Challenger 2 ტიპის ტანკებს უკრაინა შემდეგ თვეში მიიღებს.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები მათ გამოყენებას რაც შეიძლება სწრაფად სწავლობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთი ჩქარობს შეტევის დაწყებას, სურს, რომ დასავლური იარაღის გამოჩენას დაასწროს - ამერიკელი ანალიტიკოსები

👉 ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა შეძლოს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა ომის მიმდინარეობაზე უახლოეს კვირებში - ბრიტანული დაზვერვა

👉„რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს“ - ოლექსი დანილოვი

👉 ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არ აპირებს, უკრაინის შეიარაღების შეჯიბრებაში ჩაერთოს

👉 პაველ კირილენკო რუსების მიერ ბახმუტის შესაძლო აღების სცენარს არ გამორიცხავს