მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მოკვლა სურდათ - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეარხ ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში უპასუხა კითხვას, მიიჩნევს თუ არა ის კრემლის ლიდერს სამხედრო დამნაშავედ. 

📣 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)

„მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი, ვინც ჩვენს მიწაზე მოვიდა, ყველა ვინც ბრძანებას გასცემდა, ყველა ჯარისკაცი, ვინც ისროლა, ისინი ომის დამნაშავეები არიან. ადამიანები იღუპებიან, თავს დაესხნენ სკოლებს, საბავშვო ბაღებს, უნივერსიტეტებს, საერთო საცხოვრებლებს, ატომურ ელექტროსადგურამდეც მივიდნენ, რამაც შეიძლება ევროპის გაქრობა გამოიწვიოს. ადამიანები ყოველ წუთს, ყოველ საათში იღუპებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

გარდა ამისა, პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა მას დახმარება შესთავაზეს უკრაინის დატოვებასთან დაკავშირებით. 

„დიახ, შემომთავაზეს, ბევრი ინფორმაცია იყო, რამდენიმე სპეცდანიშნულების რაზმი გაგზავნეს ჩემი და ჩემი ოჯახის ლიკვიდაციისთვის. მე ჩემი ქვეყნის მოქალაქე ვარ, ხალხის არჩეული პრეზიდენტი ვარ, არ დავტოვე ქვეყანა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ომის დასრულებაზეც ისაუბრა. 

„ვისურვებდი, რომ დასასრული იყოს ისეთი, როგორიც თქვენ გაქვთ ამერიკულ ფილმებში. ბედნიერი დასასრული ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ომიდან მე-13 დღეს დიდია აგრესორი მხარის დანაკარგები. განადგურებულია 12 ათასზე მეტი ოკუპანტი და სამხედრო ტექნიკა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 კიევის რეგიონში უკრაინელებმა რუსების კიდევ ერთი კოლონა გაანადგურეს

🔴 რუსებმა ირპენის მერს სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ ქალაქის დათმობა შესთავაზეს - რა პასუხი მიიღეს მათ

🔴 ჟირინოვსკი ხელოვნურ კომაშია, მისი მდგომარეობა მძიმეა - რუსული მედია

🔴 ისევ სსრკ-ში: რა საფასურს იხდიან „მშვიდობიანი“ რუსები უკრაინაში შეჭრის გამო?

🔴 გერმანიის კანცლერმა ნავთობის 50 დოლარით გაძვირებაზე ჩამოკიდა უკრაინის ბედი - თინა ხიდაშელი 

🔴 სამხედრო ტექნიკის უპირატესობა ჯერ კიდევ არის რუსეთის მხარეს - კობა ლიკლიკაძე

🔴 გამარჯობა, მიხაილ ნიკოლაევიჩ, ეს ვალოდია ზელენსკია - სააკაშვილი ზელენსკის გაპრეზიდენტების შემდეგ მასთან პირველ საუბარს იხსენებს

მასთან პირველ საუბარს იხსენებს

🔴 🎥 უკრაინელებმა ოდესის სანაპიროსთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სიამაყე ჩაძირეს