მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლონეთმა კორონავირუსის ქვეშტამის „კრაკენის“ პირველი შემთხვევა დაადასტურა

კორონავირუსის ახალი ვარიანტი კრაკენი, იგივე XBB.1.5

პოლონეთში კორონავირუსის ქვეშტამის „კრაკენის“ პირველი შემთხვევა დაადასტურეს

XBB.1.5 ვარიანტი ლოძის რეგიონიდან ორ ადამიანს დაუდასტურდა. 

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის ადამ ნეძიელისკის განცხადებით, ვირუსის აღნიშნული ვარიანტი შესაძლოა გაზაფხულზე დომინანტური გახდეს, მაგრამ ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს. 

რა არის ХВВ.1.5 - იგივე „კრაკენი?“ 👇

„კრაკენი“  (XBB.1.5) - კოვიდის ახალი ვარიანტი, რომელმაც აშშ-ში დიდი ხმაური გამოიწვია და რომელიც  სწრაფად ვრცელდება. რამდენიმე შემთხვევა უკვე დიდ ბრიტანეთშიც დაფიქსირდა. 

ეს არის ომიკრონ კორონავირუსის ვარიანტის კიდევ ერთი სახეობა, რომელიც ამჟამად დომინანტურია მთელ მსოფლიოში. ის 2021 წლის ბოლოს გამოჩნდა და ვირუსის ადრინდელი მუტაციები - ალფა, ბეტა და დელტა ჩაანაცვლა.

ომიკრონმა მრავალი ქვევარიანტი გააჩინა, რომლებიც ორიგინალზე უფრო მეტად გადამდებია.

„კრაკენის“, იგივე XBB.1.5-ის სიმპტომები ომიკრონის წინა ვერსიების სიმპტომების მსგავსია, მაგრამ ჯერ ადრეა დაზუსტებით ამაზე საუბარი. სიმპტომები ძირითადად გაციების მსგავსია.

ასევე დაგაინტერესებთ: 

➖  დიდი რისკი შეიქმნა, რომ წმინდათა წმინდა საკითხი, რომელსაც „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა“ ეწოდება, უკიდურესად დაზიანდეს - ქემოკლიძე

➖  მარინ ლე პენი უკრაინისთვის ტანკების გაგზავნას ეწინააღმდეგება

➖  დენის პუშილინმა ოკუპირებული მარიუპოლის ე.წ. მერი შეცვალა

➖  FBI-ის ყოფილ მაღალჩინოსანს სანქცირებულ რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასთან მუშაობის გამო ბრალი წაუყენეს

➖ „ნაცმოძრაობის“ არათანმიმდევრულობა, უპრინციპობა და პოლიტიკური შინაარსის არქონა რეჟიმს აწყობს - ბოკერია

➖  24 თებერვალს ვაპირებ აქციაზე ვიყო... ამ სამ პარტიასთან ერთად, ჩვენ არც ერთი აქციის ორგანიზატორი არ ვართ - ბოკერია