მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონბასელი სეპარატისტები უკრაინის სამთავრობო ძალებს თავდასხმებში ადანაშაულებენ

ნაღმმტყორცნის ნაღმი

აღმოსავლეთ უკრაინის პრორუსი სეპარატისტები უკრაინის სამთავრობო ძალებს მათი პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Reuters  იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის სამთავრობო ძალებმა ბოლო 24 საათში ცეცხლი ორჯერ გახსნეს. დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

თავის მხრივ, უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს. რომ სწორედ სეპარატისტებმა გახსნეს ცეცხლი მათი პოზიციების მიმართულებით, სეპარატისტების ბრალდებებს, თითქოს კიევი რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს, უკრაინის წარმომადგენლები უარყოფენ. 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი ექსპერტები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმის ახალი ვადები დაასახელეს. ახლა ექსპერტები ურჩევენ უკრაინის ხელისუფლებას რომ ყურადღება გაამახვილოს 20 თებერვალსა და შემდგომ პერიოდზე. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  აშშ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ახალ ვადას ასახელებს

🔴  რუსეთმა უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა - თეთრი სახლის ადმინისტრაცია

🔴  „ომი რვა წელია გრძელდება, ჩვენ გავძლიერდით ამდენივეჯერ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴  „ეს არ არის 1940-იანი წლების ისტორიები, ეს არის ევროპა 2022 წელს და ეს ხდება რუსეთის ხელმძღვანელობისგან“ - ევროკომისიის პრეზიდენტი

🔴  ნატო: რუსეთის ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მასიური შედეგების მომტანი იქნება და მაღალი ფასი ექნება