მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანი პუტინსა და ზელენსკის დიალოგისთვის თურქეთში შეხვედრას სთავაზობს

ერდოღანი ქაბულის აეროპორტზე

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინელ და რუს კოლეგებს მოლაპარაკებებისთვის თურქეთში შეხვედრას კიდევ ერთხელ სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. 

ამავე ცნობით, ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სურს, დაძაბულობა რუსეთსა და უკრაინას შორის მანამდე გადაიჭრას, სანამ ის ახალ კრიზისში გადაიზრდება.

„ვიმეორებ, ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის საუკეთესო მხარდაჭერა გავუწიოთ მათ. მე გადავეცი ეს სიგნალები პრეზიდენტებს პუტინსა და ზელენსკის და ასე გავაგრძელებ… მაგალითად, თუ ორი ლიდერი შეხვდება ჩვენს ქვეყანაში, ამან შესაძლოა, ხელი შეუწყოს მშვიდობიანი ატმოსფეროს აღდგენას“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი უკრაინას თავს არ დაესხმება.

„ასეთი ნაბიჯი არ შეიძლება იყოს რაციონალური რუსეთისთვის და ზოგადად ჩვენი რეგიონისთვის... ჩვენ გვინდა მშვიდობა რეგიონში, გვინდა სტაბილურობა. რეგიონი უკვე საკმარისად განიცდიდა არასტაბილურობას და ამან ჩვენზე ძალიან ნეგატიური გავლენა მოახდინა“, - აღნიშნა მან და გაიმეორა, რომ თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ერდოღანმა ასევე თქვა, რომ მან პუტინი ანკარაში მიიწვია, მაგრამ ვიზიტის თარიღი ჯერ არ არის დადგენილი.

ეს პირველი შემთხვევა  არ არის, როდესაც თურქეთის ლიდერმა უკრაინასა და რუსეთს დიალოგისთვის შუამავლობა შესთავაზა.

ამავე თემაზე:

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

🔴 სთხოვა თუ არა სი ძინპინმა პუტინს უკრაინასთან ომზე არ წასულიყო?

🔴 „თუ რუსეთი SWIFT-დან გაითიშება, ევროპული ქვეყნები რუსულ გაზსა და ნავთობს ვეღარ მიიღებენ“ - რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „სრულმასშტაბიანი ომის შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ მოსალოდნელია ლოკალური კონფლიქტი“ - უკრაინელი დიპლომატი

🔴 უკრაინას ნატოში არაფერი ესაქმება - ხორვატიის პრეზიდენტი

🔴 „ამ მომენტისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო შემოჭრა ფიზიკურად შეუძლებელია“ - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი

🔴 უკრაინელ სპორტსმენებს პეკინის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების გვერდით დგომას არ ურჩევენ