მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის ტერიტორიიდან გაშვებული ჭურვი როსტოვის ოლქში ჩავარდა, რუსული მხარე გამოძიებას ატარებს

რუსეთ-უკრაინის საზღვარი

სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი შეისწავლის უკრაინის ტერიტორიიდან ჭურვის გამოშვების ფაქტს, რომელიც როსტოვის ოლქში, საზღვრიდან 1 კმ-ში ჩამოვარდა.  

რუსული მხარე ირწმუნება, რომ ჭურვი უკრაინელმა სამხედროებმა გაუშვეს. ინციდენტს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამოძიების ჩატარების და მომხდარის ყველა გარემოების დადგენა დაავალა, - წერია „ინტერფაქსის“ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დღეებში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. უკრაინის შეიარაღებული ძალები პრორუსი სეპარატისტების მხრიდან საარტილერიო ცეცხლის შესახებ იუწყებიან, რასაც ერთი უკრაინელი სამხედრო უკვე ემსხვერპლა.

თავის მხრივ სეპარატისტები, ვითარების დაძაბვაში და ცეცხლის გახსნაში უკრაინულ ჯარს ადანაშაულებენ. მეორე დღეა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. სეპარატისტებს ის რუსეთის ტერიტორიაზე, როსტოვის ოლქში გაჰყავთ.

ამავე თემაზე: 

📎  პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთში სტრატეგიული წვრთნები დაიწყო

📎   დონბასში ოკუპანტებმა ცეცხლი საკუთარ პოზიციებს გაუხსნეს

📎  „ეს არ იქნება ის გასეირნება, რომელიც რუსეთმა საქართველოში მოაწყო 2008 წელს“ - კახა გოგოლაშვილი

📎  ესტონეთმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები გადასცა

📎  ევროკავშირი ბელორუსს სანქციებს დაუწესებს, თუ ის უკრაინაზე თავდასხმაში მიიღებს მონაწილეობას

📎 დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ მობილიზაცია გამოცხადდა

📎 დონბასში უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

📎 აშშ უკრაინის ბანკებზე კიბერშეტევაში რუსეთს ადანაშაულებს

📎 ბაიდენი - რუსეთი შეტევას პირდაპირ კიევის მიმართულებით განახორციელებს