მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი ოქტომბრის ბოლომდე რუსეთის პრეზიდენტი აღარ იქნება - სოლოვეი

სოლოვეი და პუტინი

პუტინი ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება. ამის შესახებ რუსმა ექსპერტმა ვალერი სოლოვეიმ უკრაინულ ერთ-ერთ გადაცემაში საუბრისას განაცხადა.  

„თქვენთან საუბრამდე მე პირდაპირ უმაღლესი შტაბიდან ჩემი ნაცნობისგან მივიღე ასეთი შეტყობინება. მან მომწერა - „ოქტომბერი“. ეს ნიშნავს, რომ ოქტომბერში პუტინი რუსეთის პრეზიდენტი აღარ იქნება. ეს დაკავშირებულია, პირველ რიგში, პუტინის ჯანმრთელობასთან და შემდეგ უკვე ყველაფერ დანარჩენთან. პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ მისმა გარემოცვამაც კარგად იცის.  ასე რომ მისი აღსასრულის დღეები ახლოვდება“, - ამბობს ექსპერტი.

ვალერი სოლოვეი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ექსპერტებს შორის იყო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიამდე ირწმუნებოდა, რომ რუსეთი უკრაინას აუცილებლად თავს დაესხმება.

რაც შეეხება პუტინის ჯანმრთელობის პრობლემებს, ამაზე სოლოვეი უკვე 2 წელზე მეტია საუბრობს, მაგრამ მის სიტყვებში ბევრ ადამიანს, მათ შორის ექსპერტებს, ეჭვი ეპარება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ აშშ გაანადგურებს რუსეთის ჯარებს და შავი ზღვის ფლოტს, თუ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - პეტრეუსი

✔️ კადიროვმა და პრიგოჟინმა საჯაროდ შეარყიეს პუტინის ავტორიტეტი - ISW

✔️ „ჯერ სად ხართ, უარესი იქნება“ - რუსი სამხედრო კორესპონდენტი

✔️ რუს ოფიციალურ პირებს უჭირთ ოფიცრების პოვნა, რომლებიც უხელმძღვანელებენ ახალ დანაყოფებს - ბრიტანული დაზვერვა

✔️  ლიმანში დამარცხებამ რუსეთის ფედერაციას უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა, ვიდრე კიევიდან და ხარკოვიდან წასვლამ - ანალიტიკოსები