მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის არმიას უკვე მიღებული აქვს ბრძანება დონბასში შეჭრასთან დაკავშირებით - ექსპერტები

ექსპერტები სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში

ექსპერტებმა სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში „რუსთავი 2“-ის ეთერში, რუსეთ-უკრაინის გარშემო შექმნილ მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრეს. 

ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ  დასავლეთის რეაგირება სუსტია.

ექსპერტების თქმით, დიდი ალბათობით რუსეთის არმიას უკვე მიღებული აქვს ბრძანება დონბასში შეჭრასთან დაკავშირებით.

„პუტინი მიყვება თავის დასახულ გეგმებს, სამწუხაროდ, დასავლეთის რეაგირება ამ აგრესიულ პოლიტიკაზე საკმაოდ სუსტია და როგორც წესი, დაგვიანებულია. დიდი ალბათობით, რუსეთის არმიას უკვე მიღებული აქვს ბრძანება, რათა დონბასის ტერიტორიაზე შეიჭრან და არა მოახდინონ ფარტომასშტაბიანი შეტევა უკრაინაზე“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

რუსეთ-უკრაინის გარშემო შექმნილ მიმდინარე ვითარებაზე, ასევე, ისაუბრა „ჯეოქეისის“ მკვლევარმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინის შიგნიდან არევას შეეცდება.

„უკრაინის ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებულია უკრაინის ჯარიც. გააჩნია რა მოქმედებები დაიწყება. თუ მოხდა გარკვეული სახის პროვოკაცია, შესაძლოა, ეს იყოს სამხედრო ესკალაციის გამღვივებელი ფაქტორი. თუ მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა, მაშინ დიდი ალბათობით რუსეთი თავის სპეცსამსახურებს, თავის სატელიტს პოლიტიკურ ორგანიზაციებს აამოქმედებს, რომლებიც ოპერირებენ უკრაინაში და მათი საშუალებით შეეცდება ქვეყნის შიგნიდან არევას“, - აღნიშნავს ნიკოლოზ ხატიაშვილი.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ამის შესახებ მან განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ვლადიმერ პუტინის ვიდეომიმართვა, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც მან პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა, დონბასში ვითარებამ კვლავ კრიტიკული, მწვავე ხასიათი მიიღო. პუტინის განცხადებით, რუსეთისთვის უკრაინა უბრალოდ მეზობელი ქვეყანა არ არის.

ამავე თემაზე: 

📎 ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარება ბაიდენთან განიხილა

📎„დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა“ - იენს სტოლტენბერგი

📎„პუტინი ომის საბაბს ქმნის“ - ლინდა თომას-გრინფილდი

📎უკრაინის საზღვრები დარჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა - ზელენსკი

📎 „მივიღე გადაწყვეტილება, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა“ - ვლადიმერ პუტინი

📎 შარლ მიშელი დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებასთან დაკავშირებით პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება

📎 მეგალომანი - რომელსაც სულ უფრო ცოტა დრო რჩება...

📎 აქვს თუ არა ვლადიმერ პუტინს გეგმა B და რა მოხდება თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება?