მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ოპოზიციონერებს საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება მისცა, ისინი უკრაინაში საბრძოლველად უნდა გაეშვათ - ევგენი პრიგოჟინი

ევგენი პრიგოჟინი

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ოპოზიციონერებს საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება მისცა.

პრიგოჟინის განცხადებით, ოპოზიციონერები უკრაინაში საბრძოლველად უნდა გაეშვათ.

„მე გლობალურად არ ვეთანხმები სახელმწიფოს პოლიტიკას, რომ ნავალნის მსგავს ყველა ადამიანს მისცემოდა საშუალება, საზღვარგარეთ გაქცეულიყო. ისინი უნდა შეეკრიბათ, შეექმნათ ერთი საჯარიმო ბატალიონი და ჩემთვის უნდა გადმოეცათ. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ყველა გმირულად დაიღუპებოდა“, - აღნიშნა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, იმყოფებოდა თუ არა ის კოლონიაში, სადაც რუსი ოპოზიციონერი ნავალნი იმყოფება.

„პატიმრებს საომრად წასვლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რადგან მათ „განწმენდის საშუალება“ ეძლევათ და მეორე შანსს იღებენ, ომის საშინელებების გავლის შემდეგ, არავის შეუძლია, წაართვას ადამიანს სამშობლოს, დედის და საკუთარი ოჯახის დაცვის უფლება ნებისმიერი არსებული შესაძლებლობით“, - აღნიშნა პრიგოჟინმა.

შეგახსენებთ, ეს განცხადება პრიგოჟინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მას კომენტარის გაკეთება სთხოვეს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ინფორმაციაზე, რომ ის იმ კოლონიაში იმყოფებოდა, სადაც ნავალნი იხდის სასჯელს და პატიმრების გადაბირებას ცდილობდა უკრაინაში საომრად გასაგზავნად.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინის ნატოში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა - ემანუელ მაკრონი

👉 ბოროტება ბოლომდე უნდა დამარცხდეს, კონფლიქტი არ უნდა გაიყინოს, ზელენსკი დღეს არის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლო - თენგიზ ფხალაძე

👉 „უკრაინა და აშშ აჩვენებენ, რომ თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ომში რუსეთის დამარცხება შეუქცევადი პროცესია“ - დავით არახამია

👉 პუტინის ბირთვული რიტორიკა დასავლეთის დასაშინებლად არის მიმართული - ISW

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალები კრემინას უახლოვდება, ოკუპანტები კი ყირიმში სიმაგრეებს აშენებენ - ახალი საბრძოლო რუკები