მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინის ბირთვული რიტორიკა დასავლეთის დასაშინებლად არის მიმართული - ISW

რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პანდემიის პიკი ჯერ ისევ წინაა

კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი აგრძელებს ბირთვულ რიტორიკას მისი შიდა ნაციონალისტური აუდიტორიის დასამშვიდებლად და დასავლეთის დასაშინებლად, - ამის შესახებ RBC-Ukraine ომის კვლევის ინსტიტუტზე (ISW) დაყრდნობით იუწყება.

ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ რუსი დიქტატორის განცხადებები ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, კერძოდ ჰიპერბგერითი ქობინი „ავანგარდი“ ან საკონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები „სარმატ“ არ მიუთითებს რუსეთის მზადყოფნაზე მათი გამოყენებისთვის.

„კრემლი რეგულარულად იყენებს ბირთვულ რიტორიკას ულტრამემარჯვენე რუსული საზოგადოების სიძლიერის დემონსტრირებისთვის, რომელიც ადანაშაულებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს იმაში, რომ ვერ გადადგა საკმარისად აგრესიული ნაბიჯები უკრაინაში ომის მხარდასაჭერად“, - განმარტა ISW.

ექსპერტებმა, ასევე, დაამატეს, რომ კრემლის ოფიციალური პირები ვერ გაბედავენ ბირთვული იარაღის გამოყენებას ბრძოლის ველზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინის სამხრეთ ფრონტზე ვითარება სტაბილურია, ოკუპანტის უკან დახევის ნიშნები არ შეინიშნება - უკრაინელი პოლკოვნიკი

👉 პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგენა ემუქრება, ან ბუნკერში სამარცხვინო სიკვდილი - ვასილ მალიუკი

👉 რუსეთში საყოველთაო მობილიზაციისა და საზღვრების ჩაკეტვის საკითხს განიხილავენ - დანილოვი

👉 უკრაინაში ომის დასრულების დროს უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს, როგორც უკრაინამ, ასევე, რუსეთმა - ემანუელ მაკრონი

👉„პუტინს არ სურს დამნაშავე იყოს“ - უოლესმა რუსეთის ფედერაციის სარდლობაში სავარაუდო ცვლილებების შესახებ განაცხადა