მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი შემცირდა - ოლაფ შოლცი

ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, რისკი რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად შემცირდა. 

„ომი გრძელდება უცვლელი სისასტიკით, თუმცა ამ მომენტში რაღაც შეიცვალა. რუსეთმა შეწყვიტა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა. ეს არის რეაქცია იმაზე რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ წითელი ხაზი აჩვენა“, - აცხადებს შოლცი. 

შოლცის თქმით, მიუხედავად არსებული სიტუაციისა, მნიშვნელოვანია რომ კრემლთან დიალოგი გაგრძელდეს. 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი ომი არ მოხდეს. ასეთ კონფლიქტში მხოლოდ დამარცხებულები იქნებიან“, - აცხადებს შოლცი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ საქართველოში მიწისძვრა მოხდა

✔️ „შეხედეთ, როგორ გარბიან ევროპელი ლიდერები ზელენსკისთან კიევში ფოტოს გადასაღებად“ - Politico-მ უკრაინის პრეზიდენტი 2022 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა

✔️ ვაცნობიერებთ რა არის ბირთვული იარაღი და არ ვაპირებთ სამართებელივით ვიქნიოთ - პუტინი

✔️ პუტინი გაჭიანურებული ომისთვის პირობებს ქმნის - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

✔️ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯაბა ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს

✔️ ირანის უზენაესი ლიდერის და საკუთარი ძმის პოლიტიკას გმობს და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს