ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ჩინეთის ლიდერის თვითმფრინავი ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვის დროით დაახლოებით 12:59 საათზე დაეშვა.
სი ძინპინის სახელმწიფო ვიზიტი რუსეთში 20-იდან 22 მარტამდე გაგრძელდება.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავენ კრემლში. მოლაპარაკებები 21 მარტსაც გაგრძელდება.
გარდა ამისა, სი ძინპინი რუსეთის პრემიერ-მინისტრს მიხაილ მიშუსტინსაც შეხვდება.
„მთავარია მოლაპარაკება, მოლაპარაკება და მოლაპარაკება“, - აცხადებს უშაკოვი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 ძველი კარგი მეგობარი - პუტინი სი ძინპინზე
🔴 მივმართავთ ჰააგის ტრიბუნალს, გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე - შალვა ნათელაშვილი
🔴 უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა
🔴 ფინეთის პრეზიდენტი: შვედეთი დაუცველ მდგომარეობაში არ იქნება, თუ ჩვენ პირველი გავხდებით ნატოს წევრი