უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
დედოფლისწყაროს ტელევიზიის ცნობით, ის 22 წლის ახალგაზრდაა.
„უკრაინის ქალაქ ხარკოვში 16 მარტს დაიღუპა 22 წლის ვანო (ილია) ჩოხელი. მას დედაც გარდაცვლილი ჰყავს, ერთ ხანს სოფელ ზემო ქედის სკოლაში სწავლობდა და მამასთან დედოფლისწყაროში იზრდებოდა, შემდეგ ისევ ხარკოვში დაბრუნდა და სამხედრო აკადემიაში მიიღო განათლება. წელიწადზე მეტია რუსეთ–უკრაინის ომში იბრძოდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 ფინეთის პრეზიდენტი: შვედეთი დაუცველ მდგომარეობაში არ იქნება, თუ ჩვენ პირველი გავხდებით ნატოს წევრი
🔴 მედვედევი ჰააგის სასამართლოს ჰიპერბგერითი რაკეტა „ონიქსით“ ემუქრება
🔴 19 დაღუპული და 20 დაშავებული - ავარია ბანგლადეშში
🔴 ჭავჭავაძეზე საიუველირო მაღაზია გაქურდეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე