მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„პრობლემებს ორი ძირითადი მიმართულებით ხედავენ“ - სამი პარტიის განცხადება სტრასბურგსა და ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე

დროა, გირჩი, სტრატეგია აღმაშენებელი

პარტიების - „დროას“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა  სტრასბურგსა და ბრიუსელში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით ბრიფინგზე ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „ევროკავშირის შიგნით საქართველოში პრობლემებს ორი მიმართულებით ხედავენ“. 

„მნიშვნელოვანია ის, რომ პირველი ვიზიტია ოპოზიციის მხრიდან მარტის მოვლენების შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რა განწყობა დაგვხვდა ევროკავშირის შიგნით. ჩვენი შეხვედრების ძირითადი სადისკუსიო საგანი იყო კანდიდატის სტატუსი და მისი მიღების ალბათობა. ორი დღე შეხვედრებით სრულად გვქონდა დატვირთული. 

პრობლემები სადაც არის, ეს არის ორი ძირითადი მიმართულება, ერთი მიმართულება ეხება ღირებულებით ნაწილს, იგულისხმება ის, რომ ამ ოფიციალურ სტრუქტურებში ვერ ხედავენ „ქართული ოცნების“ მხრიდან მზაობას, რომ მოხდეს დემონსტრირება, რომ ჩვენ, საქართველო ვიზიარებთ იმ ღირებულებებს, რომლებიც არის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ევროკავშირის - ეს ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარების სურვილს, პოლიტიკური პატიმრების არ ყოლას ქვეყანაში, თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემოს არსებობას ქვეყანაში. 

მეორე ნაწილი პრობლემის ეხება საქართველოს გეოპოლიტიკურ პოზიციონირებას უკრაინის ომთან მიმართებით, ევროკავშირის რიგ სტრუქტურებში აქვთ კითხვები იმასთან დაკავშირებით, სად არის საქართველო ამ ომის დროს, ვის მხარეს არის. ჩვენ გვქონდა შეხვედრები სადაც ღია ტექსტით გვითხრეს, რომ მათ გაარკვიეს სად არის საქართველო და საქართველო არ არის უკრაინის მხარეს“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ფინეთის პრეზიდენტი: შვედეთი დაუცველ მდგომარეობაში არ იქნება, თუ ჩვენ პირველი გავხდებით ნატოს წევრი

🔴 სამშვიდობო პროცესის მომავალი დამოკიდებულია სერიოზული საუბრის მზადყოფნასა და გეოპოლიტიკურ რეალობაზე - პუტინი

🔴 მედვედევი ჰააგის სასამართლოს ჰიპერბგერითი რაკეტა „ონიქსით“ ემუქრება

🔴 19 დაღუპული და 20 დაშავებული - ავარია ბანგლადეშში

🔴 ჭავჭავაძეზე საიუველირო მაღაზია გაქურდეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

🔴 ოკუპირებულ მარიუპოლში ვიზიტით პუტინს სურდა თავი ლიდერად წარმოეჩინა - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

🔴 ჩრდილოეთ კორეამ აშშ-სა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ იმიტირებული ბირთვული კონტრშეტევა დაიწყო