მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინა ვაჭრობის საგანი არ არის“ - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი

ჟენევაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის შესახებ ისაუბრა

მისი თქმით, დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს და რუსეთს მასზე თავდასხმა ძვირად დაუჯდება. 

„პირველ რიგში, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ ვიმუშავეთ ძალიან დიდი კოორდინაციით ჩვენს პარტნიორებთან ერთად და რუსეთისთვის გავხადეთ მკაფიო, თუ რა მოჰყვება უკრაინის წინააღმდეგ შესაძლო განახლებულ აგრესიას და ის, რომ უკრაინა ვაჭრობის საგანი არ არის.

ამავე დროს ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ დიდი რაოდენობით თავდაცვითი საშუალებები, ეს იყო ყველაზე დიდი დახმარება 2014 წლის შემდეგ, ნატოს წევრები და პარტნიორებიც იგივეს აკეთებენ და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ნატოს მე-5 მუხლის ამოქმედება მხოლოდ წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენების ფონზე შეიძლება მოხდეს, უკრაინა არ არის ნატოს წევრი, თუმცა ჩვენ მის მხარდაჭერას სხვადასხვა საშუალებებით გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბლინკენმა. 

ჟენევაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე გაიმართა. 

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 პუტინი საწოლის რომელ მხარეს გაიღვიძებს, იმაზეა დამოკიდებული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გადაწყვეტილება - ბაიდენი

🔴 რუსეთი რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ნატოს ძალების გაყვანას ითხოვს

🔴 თანამგზავრებმა უკრაინის საზღვართან რუსული საბრძოლო ტექნიკა გადაიღეს (ვიდეო) 

🔴 რუსეთის დუმის დეპუტატები პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარებას სთხოვენ 

🔴 ესპანეთმა შავ ზღვაში საბრძოლო ხომალდები გაგზავნა

🔴 „პარტნიორების უუნარობის გამო ჩვენი მოქალაქეების სისხლით აღარ გადავიხდით, სწრაფად გამოიტანონ დასკვნები რუსეთის ქმედებებზე“ - დმიტრო კულება