მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი საქართველოს „ჩაუდეს“ და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - დიმიტრი ტარანი

დიმიტრი ტარანი სააკაშვილზე

„სააკაშვილი საქართველოს აშკარად „ჩაუდეს“ და ტრაილერის მეშვეობით ის შეაგდეს საქართველოს ტერიტორიაზე“. ამის შესახებ უკრაინელმა ექსპერტმა დიმიტრი ტარანმა განაცხადა.  

„გაკეთდა განცხადება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფია აუცილებელი. მე ამ პროცესს ვაფასებ იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ, ჩემი აზრით, სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას „ჩაუდეს“. იმ ტრაილერის მეშვეობით ის შეაგდეს საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც ერთგვარი გამაღიზიანებელი, როგორც ადამიანი, რომელმაც შეგნებულად გადაწყვიტა, რომ ჩამჯდარიყო ციხეში იმისათვის, რომ გააქტიურებულიყვნენ მისი მომხრეები, რომ მომხდარიყო საქართველოს აფეთქება შიგნიდან“, - ამბობს ექსპერტი.

ტარანს მიაჩნია, რომ ის რაც ჩაფიქრებული იყო, გეგმის მიხედვით არ განხორციელდა.

„საქართველოს ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ამ საკითხში დიდი სიფრთხილეა აუცილებელი, რადგანაც სააკაშვილი შეიძლება საკრალური მსხვერპლი გახდეს. ამიტომ იმისთვის, რომ მისი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, რომ ღმერთმა არ ქნას, მას რამე მოუვიდეს, ის მოაშორეს ციხეს და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეტი საშუალება არსებობს.

რაც შეეხება განცხადებას, რომ პალატაში, სადაც იმყოფება სააკაშვილი, აუცილებლად უცხოელი სპეციალისტები, მედიკოსები უნდა შევიდნენ, მე ამას განვიხილავ, როგორც ისევ „იგივე კარში თამაშს“.  ანუ „იგივე კარში“ ვგულისხმობ, რომ ეს არის თამაში, როდესაც თავად სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ის უკვე გათამაშებული კოზირია და მისი დაღუპვა  იმ ძალებს შეიძლება აწყობდეს, რომლებიც საქართველოში სიტუაციის გამწვავებაში არიან დაინტერესებულები. ასე რომ მე სააკაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ, რადგანაც ეს თამაში, რომლითაც ის ახლა არის დაკავებული, მართლა ძალზე საშიშია“: - ამბობს დიმიტრი ტარანი.

 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

⭕ „უკრაინას ბენდუქიძე და სააკაშვილი სჭირდებოდა, უკრაინაში კი აღარც ერთია, აღარც მეორე“ - სვიატოსლავ პისკუნი

⭕ სააკაშვილი შეიძლება საკრალური მსხვერპლი გახდეს - ზატულინი

⭕ „გამოსავალი შიმშილობის შეწყვეტაში, ან სააკაშვილის ექსტრადირებაშია“ - ანდრიუს კუბილიუსი