მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ ხალხს რასაც ვერ დაუკარგავ არის ის, რომ დეტალებში იხილავენ, რომ საქართველომ უნდა გაიღვიძოს, აფხაზეთში უნდა გაისეირნოს“ - გურამ მაჭარაშვილი უკრაინის ხელისუფლებაზე

პოლიტიკოსი გურამ მაჭარაშვილი

დამოუკიდებელი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, „საქართველომ უნდა აირჩიოს მხარს უჭერს კაციჭამიებს თუ თავისუფლებას, აქ რუხი ტონები არ არსებობს“.

მაჭარაშვილის თქმით, პოდოლიაკის ეს განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს ომში ჩართვა სურს.

„არ ვიცი, კიდევ როგორი სიზუსტით და გულწრფელობით უნდა თქვას პოდოლიაკმა და ზოგადად უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა, რომ საქართველოში სამხედრო კონფლიქტი უნდა იყოს. ამ ხალხს რასაც ვერ დაუკარგავ ის არის, რომ საჯაროდ, დეტალებში იხილავენ, რომ საქართველომ უნდა გაიღვიძოს, აფხაზეთში უნდა გაისეირნოს და პირდაპირი საომარი მოქმედებების მოწოდება არის. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც სამწუხაროდ, არ არიან მარტო, მოუწოდებენ საქართველოს ომში ჩართვისკენ, რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენი მტრის ინტერესებში შედის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „დღევანდელი უსამშობლო კაპიტულანტების ხელისუფლება ყიდის სახელმწიფოებრიობას ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით“ - ნიკა მელია

👉 „მთავარმა უკრაინელმა კლოუნმა განაცხადა, ანგარიში მოეთხოვოს რუსეთის მოსახლეობას, ადოლფ ჰიტლერმა სცადა ასეთი იდეების განხორციელება“ - დიმიტრი მედვედევი ვოლოდიმირ ზელენსკიზე

👉 „რასმუსენის ფორმულის“ გამოყენებით საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს - კურტ უოლკერი

👉 ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვრები ჩაუკეტონ

👉 „2008 წელს დასავლეთში გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა... ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ახლა დაპირისპირებულია“ - ბენ ჰოჯესი