მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„2008 წელს დასავლეთში გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა... ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ახლა დაპირისპირებულია“ - ბენ ჰოჯესი

ამერიკელი  გენერალი ბენ ჰოჯესი

აგვისტოს ომის 14 წლის თავზე, ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში რუსული ომის შემდეგ დასავლეთს ჰქონდა იმედი, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანდა.

ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ დღეს ვითარება შეცვლილია და დასავლეთში კარგად იციან, რომ რუსეთი ვალდებულებებს არ ასრულებს.

„უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი, რომ რუსეთი ჯერ კიდევ უკანონოდ იკავებს ტერიტორიებს საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სარკოზის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და უნდა დაეტოვებინათ ეს ტერიტორიები. ჩვენ დასავლეთში, გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ როდისმე რუსეთი შეასრულებდა რაიმე შეთანხმებას. დღეს თუ ვინმე კიდევ ასე ფიქრობს, შესაძლებელია, შეხედონ საქართველოს, სადაც რუსეთმა ვალდებულებები არ შეასრულა. მე ვფიქრობ, რომ დღეს დასავლეთი კარგად აღიქვამს შექმნილ ვითარებას“, - განაცხადა ჰოჯესმა.

ჰოჯესს საქართველოსთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მისი აზრით, ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რა ურთიერთობა სურს დასავლეთთან. 

„დროა, საქართველომ გადაწყვიტოს რა სურს რეალურად. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ახლა დაპირისპირებულია. სურთ კი, ნამდვილად იყვნენ დასავლეთის ნაწილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობები. სურთ კი, ჰქონდეთ ეკონომიკური განვითარება? სურთ ამერიკელებთან და ევროპელებთან ყოფნა? - მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებას ეს ნამდვილად სურს, რადგან რუსეთს ეს არ სურს. სანამ საქართველო არ გადაწყვეტს, რომ იქნება აყვავებული, დასავლური ორიენტაციის ქვეყანა, იქამდე ის ვერ გამოიყენებს თავის პოტენციალს“, - აღნიშნა ჰოჯესმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ბატონი ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია, ძალიან წარმატებული ბიზნესმენია და ამიტომ ნორმალურია, რომ გვსურს მასთან შეხვედრა“ - კელი დეგნანი განმარტავს, რატომ შეხვდა ივანიშვილს

👉 8 აგვისტოს რუსეთმა შეწყვიტა თავისი „იმპერიული ამბიციების“ დამალვა და საქართველოს დაესხა თავს, მსოფლიომ დაგმო, მაგრამ „ღრმა შეშფოთებაზე“ მეტი ვერ გაბედა, სამაგიეროდ, რუსეთმა გაბედა - რუსლან სტეფანჩუკი

👉 ლიბანის კერძო კომპანიამ უარი თქვა უკრაინული სიმინდის ყიდვაზე, რომლითაც ომის განმავლობაში ოდესის პორტიდან გასული პირველი გემი იყო დატვირთული

👉 „რუსეთის მთელი ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები უნდა იქნეს მიღებული რაც შეიძლება მალე, ის ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყნად უნდა აღიარონ“ - ანდრეი ერმაკი

👉 აშშ-ის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფა საუკეთესო კონტრარგუმენტია იმის, რომ დასავლელმა პარტნიორებმა არ იციან, სად მიდის მათი იარაღი - დმიტრო კულება