მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რასმუსენის ფორმულის“ გამოყენებით საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს - კურტ უოლკერი

კურტ უოლკერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კურტ უოლკერი მიიჩნევს, რომ უკრაინა და საქართველო შეიძლება, ნატოს წევრები გახდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

უოლკერი შესაძლებლად მიიჩნევს ე.წ „რასმუსენის ფორმულის“ გამოყენებას, რომელიც ორი წლის წინ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა წარადგინა. ის გულისხმობს ნატოსა და კანდიდატ ქვეყანას შორის შეთანხმებას, რომ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებს ძალის გამოყენებით არ დაიბრუნებენ.

„ანუ საქართველო და ნატო განაცხადებენ, რომ არც საქართველო და არც ნატო არ უჭერენ მხარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად ძალისმიერ ოპერაციას, არამედ მხარს უჭერენ მათ მშვიდობიან რეინტეგრაციას საქართველოში. ამასთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ იმ პირობით, რომ ნატოს წესდების მეხუთე მუხლი გავრცელდება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ეს მუხლი გავრცელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი მშვიდობიანი გზით რეინტეგრაცია მოხდება საქართველოსთან. ანუ საქართველოსთვის ფორმულა არსებობს“, - განაცხადა უოლკერმა.

ამასთან, მისი თქმით, ეს ფორმულა უკრაინას აღარ შეეფერება, რადგან რუსეთმა თავისი მოქმედებებით გაანადგურა ასეთი შესაძლებლობა.

„ამიტომ, მე მჯერა, რომ უკრაინამ უნდა იბრძოლოს თავისი მიწების დასაბრუნებლად. ძალიან საშიშია უკრაინის რომელიმე ნაწილის დატოვება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. ეს არის ის, რაც მე მესმის ჩემი უკრაინელი მეგობრებისა და კოლეგებისგან. ანუ, უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას. მაგრამ თუ რაღაც მომენტში მშვიდობა მიიღწევა, მაშინ მე-5 მუხლის მიხედვით რასმუსენის ფორმულა აქაც მოქმედებს“, - განმარტა უოლკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვრები ჩაუკეტონ

👉 „2008 წელს დასავლეთში გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა... ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ახლა დაპირისპირებულია“ - ბენ ჰოჯესი

👉 „ბატონი ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია, ძალიან წარმატებული ბიზნესმენია და ამიტომ ნორმალურია, რომ გვსურს მასთან შეხვედრა“ - კელი დეგნანი განმარტავს, რატომ შეხვდა ივანიშვილს

👉 8 აგვისტოს რუსეთმა შეწყვიტა თავისი „იმპერიული ამბიციების“ დამალვა და საქართველოს დაესხა თავს, მსოფლიომ დაგმო, მაგრამ „ღრმა შეშფოთებაზე“ მეტი ვერ გაბედა, სამაგიეროდ, რუსეთმა გაბედა - რუსლან სტეფანჩუკი

👉 ლიბანის კერძო კომპანიამ უარი თქვა უკრაინული სიმინდის ყიდვაზე, რომლითაც ომის განმავლობაში ოდესის პორტიდან გასული პირველი გემი იყო დატვირთული