მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არც ომი იქნება და არც ნაცების რევოლუცია!“ - დიმიტრი სამხარაძე

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე Pia.ge

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში, საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის რეკომენდაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არც ომი იქნება და არც ნაცების რევოლუცია.

„ანუ, ომი რომ დაგეწყოთ, მოგცემდითო? არა! არც ომი იქნება და არც ნაცების რევოლუცია! ამ ქვეყანას ჰყავს პატრონი, ქართველი ხალხი!!!“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულება მოუწევს.

17 ივნისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანდართული პირობებით. საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება.

ამავე თემაზე: 

👉„ეს არის მარცხი, ლიდერიდან გავხდით მაჩანჩალა“ - ბადრი ჯაფარიძე

👉 „ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე“ - ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს

👉 ფაქტია, ჩავფლავდით - ალეკო ელისაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე

👉 ევროკომისიამ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია ოფიციალურად გაუწია

👉 „საბჭოს ვურჩევთ, მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს“ - ევროკომისიამ მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია ოფიციალურად გაუწია