მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გოგაშვილი ძალიან უცნაური პერსონაჟია, ეს სპეცსამსახურები სოციალური სამსახურია ჯანმრთელი მამაკაცებისთვის“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია გირჩის წევრი

პარტია „გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის დაკავებაზე საუბრობს. მისი თქმით, მან გოგაშვილის შესახებ არაფერი იცოდა და მხოლოდ ტელევიზორში ხედავდა. როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, მას სპეცსამსახურების არ სჯერა და მისთვის ეს უწყება ჯანმრთელი მამაკაცებისთვის სოციალურ სამსახურს წარმოადგენს.

„წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის გოგაშვილი, ძალიან უცნაური პერსონაჟია, ტელევიზორში ვხედავდი ხოლმე. არასდროს არაფერი გამიგია. რაღაც „კლოუნობას“ ჰგავს ეს ყველაფერი. ზოგადად, სპეცსამსახურებისაც არ მჯერა. სადაც ჩემს ცოლს უსმენდნენ, როგორ უნდა დავიჯერო. 

როგორც ჩანს, ყველას უსმენენ. ყველას მოსმენას ხომ აზრი არ აქვს. ადამიანი ხომ არის საჭირო, რომელიც მიღებულ ინფორმაციას გადაამუშავებს და რამე დასკვნას გააკეთებს. რა მასშტაბითაც ჩვენთან ხალხს უსმენენ, მე არ მჯერა, რომ იმდენი ხალხი არსებობს, რომელიც აქედან დასკვნას გამოიტანს. 

მგონია, რომ სოციალური სამსახურია ჯანმრთელი მამაკაცებისთვის ეს სპეცსამსახურები, სამწუხაროდ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „კატეგორიულად ვემიჯნები, პოლიტპატიმრად მოვიხსენიოთ გოგაშვილი, უხერხულია, ტატუნაშვილის ქვეყანაში ცოტა ფრთხილად მოვეპყროთ ამ სიტყვას“ - თაკო ჩარკვიანი

👉 „8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა“ - სუსი სოსო გოგაშვილზე

👉 „რომ გეუბნებიან, შეიძლება მოგიწყონ ავარია, რომ სოსოს ვაჭრობა დაუწყონ... „საჩუქარს“ ჩემგანაც მიიღებენ“ - სოსო გოგაშვილის მეუღლე

👉 🎥 სოსო გოგაშვილი დააკავეს

👉 „გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს სახლებსა და ავტომანქანებში დამონტაჟებულია ჩამწერი აპარატურა, შესაძლებელია, განხორციელდეს ჩვენი ლიკვიდირებაც“ - სოსო გოგაშვილის შვილი