მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„ჩემი თვალით მინდა ვნახო როგორ წაიყვანენ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში და შემდეგ შევწყვეტ შიმშილობას“ - ბურჭულაძე

მსოფლიო ბანი

საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის თქმით, შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს თუ საკუთარი თვალით ნახავს მე -18 დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცესს. 

ის ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ენდობა. 

„ჩემი თვალით მინდა დავინახო როგორ წაიყვანენ მას ციხიდან და შეიყვანენ გორის ჰოსპიტალში. იმიტომ, რომ აბსოლუტურად არ მაქვს „ქართული ოცნების“ ნდობა. ვუშვებ იმასაც, რომ ახლაც იტყუებიან. 

შემდეგ დავტოვებ აქაურობას და მეც სიამოვნებით შევწყვეტ შიმშილობას. საგმირო საქმეები გააკეთეს ელენე ხოშტარიამ, ნინო ლომჯარიამ, ესენი არიან გმირები ასე ვფიქრობ. ხალხია გმირი ვინც გამოვიდა და თავისი ძალა დაანახა. ჩვენმა ერთობამ გააკეთა დიდი საქმე“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ „ფორმულასთან“ საუბარში. 

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაშია მოთავსებულიყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მესამე პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „არ გახვიდეთ გარეთ, ღმერთი გიშველით, ან ამერიკა, ან უცხოპლანეტელები“ - ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა

„სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ“ - ნიკა მელია