მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ“ - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია - Pia.ge

რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტის ტერიტორიაზე გადანაცვლებულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიტყვით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მიმართა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდე არ უნდა დაიშალონ. 

„მე აქ დღეს კონკრეტული გეგმით ვარ წარმოდგენილი, რომელიც უნდა გამეცნო თქვენთვის, გეგმა, რომელიც იქნებოდა უმწვავესი ფორმით, მაგრამ არაძალადობრივი, თუმცა იცით, რომ  გზაში დაგვაწიეს ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ გორის ჰოსპიტალში. თქვენმა არაძალადობრივმა ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ფაქტობრივად საათობრივად აკეთებს განცხადებებს. რომ არა ის ძალადობრივი ბრძოლა მერწმუნეთ, არცერთი განცხადება დღეს არ გაკეთდებოდა. ეს არის ის, რაც უნდოდა „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენ ჩავეთრიეთ ძალადობრივ პროცესებში. მაშინ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებაში თავი აქვთ მოჭრილი ისინი ეძებდნენ საბაბს, როგორ გამოუყენებიათ ძალა და ჩაეხშოთ პროტესტი. მადლობა იმისთვის, რომ არ აჰყევით ამ რეჟიმს და სისხლი არ დააღვრევინეთ. დრო მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს.

დღეს ვაიძულეთ რეჟიმი, რომ გაეკეთებინა ის განცხადება, რომელიც გააკეთა. მე დარწმუნებული ვარ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იქნება სწორი. მე ზუსტად ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააკაშვილი, მაგრამ სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ, უნდა დავრწმუნდეთ რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ინფორმაციისთვის, სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

ამჟამად მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაშია მოთავსებული.

ექსპრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზეს.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

 სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში - ექიმების დასკვნა

„არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშეა“ - ზურაბ ჯაფარიძე

 „ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“ - ირაკლი კობახიძე

 „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“ - ექსპერტთა გადაწყვეტილება

 „ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ადამიანის გამძლეობას, რომელიც ფეხზე დგას, მაგრამ არის ძალიან ცუდად“ - ეკა ხერხეულიძე

 „არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პატიმარს საკუთარი თავის დაცვის უფლებას არ აძლევენ“ - თაკო ჩარკვიანი