მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენთვის ცნობილია, რომ კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ნებისმიერი გზით ცდილობს“ - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ კრემლის მიზანია საქართველოსა და უკრაინის დაყოფა.

„საქართველო და უკრაინა ბუნებრივი მოკავშირეები არიან და მათ უნდა მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება. ჩვენთვის ცნობილია, რომ კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ნებისმიერი გზით ცდილობს. მისი მიზანი ქართველებისა და უკრაინელების დაბნევაა და უკრაინისა და ქართველი ლიდერებისგან მსგავსი საჯარო განცხადებები კრემლს თავისი მიზნის მიღწევაში ეხმარება. ჩვენ ყველანი კონცენტრირებული უნდა ვიყოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ამ ომის დასასრულებლად“, - განაცხადა დეგნანმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო“ - ჯიმ რიში

👉 „როგორ შეიძლება კადიროვის გადარჩენა? პუტინის თავი საუკეთესო შეთავაზებაა“ - რუსი ოპოზიციონერის თქმით, პუტინის სიცოცხლე ჩეჩნების ხელით დასრულდება

👉 „ტრიბუნალი გარდაუვალია და ერთ-ერთი პირველი მარიუპოლში იქნება“ - დენის პუშილინის განცხადებით, მარიუპოლში უკრაინელი ტყვეებისთვის სამხედრო ტრიბუნალს ამზადებენ

👉 აშშ უკრაინას 4,5 მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას გაუწევს - Reuters

👉 ევროკავშირს რუსეთთან თანამშრომლობის გამო თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება სურს - Financial Times