მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კლინიკური იდიოტი უნდა იყო, რომ არ გესმოდეს, რა გითხრეს ბრიუსელიდან - გრიგოლ ვაშაძე

პარლამენტის დეპუტატი

დამოუკიდებელმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ  კლინიკა „ვივამედში“ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

მისი თქმით, სააკაშვილის მრავალპროფილურ, დასავლურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა ევროკავშირის ერთ-ერთი პირობაა.

როგორც გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, მესამე პრეზიდენტის ამ პირობებში გაჩერება შეუძლებელია. 

„მდგომარეობა მძიმეა, არა იმიტომ რომ „ვივამედის“ პერსონალი მას მკურნალობას აკლებს, არამედ მძიმეა იმიტომ, რომ ამ ადამიანს დაავადებების თაიგული აქვს, რომელიც გამწვავდა პატიმრობის დროს. შეიძლება ჩვენ დავსხდეთ დავიწყოთ უსაგნო დისკუსია იმაზე, ეს დაავადება ადრე ჰქონდა თუ ციხეში გაუჩნდა, ამას რა მნიშვნელობა აქვს? საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამ პირობებში გაჩერება არ შეიძლება და წერტილი.

როგორც ერს ჭკუა თუ გაგვაჩნია, არ ვიზამთ იმას, რომ კიდევ ერთი პრეზიდენტი მოკვდეს საშინელ პირობებში. მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ, დასავლურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, ევროპის კავშირის ერთ-ერთი პირობაა. ამას არც „ოქსფორდის“ და არც „სორბონის“ განათლება სჭირდება. კლინიკური იდიოტი უნდა იყო, რომ არ გესმოდეს, რა გითხრეს ბრიუსელიდან, მათ შორის სააკაშვილზე.

თუ ხელი გაქვს აღებული ევროპაზე და ჩვენს მომავალზე, ვერბალურად რასაც არ უნდა ამტკიცებდე საწინააღმდეგოს, მაშინ ქართველი ხალხი სხვანაირ განაჩენს გამოიტანს. თუ რამეზე არის საქართველოში კონსენსუსი, ეს არის - ჩვენ ევროატლანტიკურ მომავალზე“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლა დიდი ისტორიის დასასრული იქნება“ - გრიგოლ ვაშაძე

 „სააკაშვილი ციხეში იმიტომ არ არის, რომ ქართული პოლიტიკა უნდოდა“ - გურამ მაჭარაშვილი

✅ „ახლა მისი გადარჩენის დროა“ - მინაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

✅ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - შალვა ხაჭაპურიძე

✅ თუ დარბაზში დაგვხვდება მოსამართლე, რომელიც დაიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ჩათვალეთ, სააკაშვილი იქნება გარეთ - შალვა ხაჭაპურიძე