მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიტიკაზე წინ უნდა დავაყენოთ ის, რაც სწორია მისი ჯანმრთელობისთვის - კელი დეგნანი სააკაშვილზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში

„ჩემი აზრით, მთავრობა აღიარებს პასუხისმგებლობას, რომ სააკაშვილმა უნდა მიიღოს ის მზრუნველობა, რაც სჭირდება“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. 

👉 საქართველოს აქვს საშუალება, დააჩქაროს ევროკავშირში გაწევრიანება, სტატუსი ძალიან ახლოსაა, ამიტომ მოგიწოდებთ, არასდროს დანებდეთ - კელი დეგნანი

მისი თქმით,  ხალხს ავიწყდება, რომ ადამიანის სიცოცხლე საფრთხის წინაშეა.

დეგნანი აცხადებს, რომ ყურადღებით ადევნებენ თვალს იმას თუ, რას ამბობს სახალხო დამცველი სააკაშვილის საქმის შესახებ.

„ყველა ფოკუსირებულია ბატონი სააკაშვილის მდგომარეობაზე, მათ შორის, შეერთებული შტატები, ჩვენი საელჩო. არსებობს მნიშვნელოვანი ინსტიტუტები საქართველოში და დიდი ნდობა გვაქვს სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც იცავს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას, პოლიტიკური აფილირებისა თუ სქესის მიუხედავად. ყურადღებით ვადევნებთ თვალს, რას ამბობს სახალხო დამცველი სააკაშვილის საქმის შესახებ.

საქართველოს გაუმართლა, რომ ასეთი გაბედული სახალხო დამცველი ჰყავდა ნინო ლომჯარიას სახით. ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტები და სწორედ ამ ფაქტების დადგენას ცდილობდა სახალხო დამცველი. ბევრი რამ დგას რისკის წინაშე, ზოგჯერ რჩება განცდა, რომ ხალხს ავიწყდება, რომ ადამიანის სიცოცხლეა საფრთხის წინაშე.

ჩვენი კონსტიტუციაც, ჩვენი საერთო ღირებულებებიც ადამიანის უფლებების დაცვაზე ნიშნავს, რომ პირველ ადგილზე, პოლიტიკაზე წინ უნდა დავაყენოთ ის, რაც სწორია ამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩემი აზრით, მთავრობა აღიარებს პასუხისმგებლობას, რომ სააკაშვილმა უნდა მიიღოს ის მზრუნველობა, რაც სჭირდება“, - აცხადებს კელი დეგნანი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „არ მგონია, პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ისეთი ურთიერთობა იყოს, რომ ერთმანეთს აშინებდნენ“ - იაგო ხვიჩია

✔️ 10 000 ლარის გადახდის შანსი ვის აქვს ჩვენს ქვეყანაში, ხალხს საახალწლო პროდუქცია ვერ უყიდია, ჩვენი შვილები სჭირდებათ ყმებად - შალვა ნათელაშვილი

✔️ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, უბრალოდ სირცხვილია, რომ ის ციხეში დარჩეს - მიხაილ ხოდორკოვსკი

✔️ უშველეთ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, თუ არ გადავარჩენთ, მსოფლიო ინანებს ამას - დმიტრი გორდონი

✔️ „მიხეილ სააკაშვილისგან დღეს მხოლოდ ნაჭუჭებია დარჩენილი“ - ერიკ დეივიდ გოლდ სმიტი