მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვის რა ჯანდაბად უნდა პირდაპირი ფრენები, აღდგენის შემთხვევაში დიმპიტაურ-დამპიტაურ ქვეყანა გავხდებით - მაჭავარიანი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

პოლიტოლოგი ვანო მაჭავარიანი

„ვის რა ჯანდაბად უნდა პირდაპირი ფრენები, როცა შენი ქვეყნის არსებობა არ არსებობაზეა საუბარი, ხომ ყველამ ვიცით, რომ პირდაპირი ფრენები ნიშნავს მეტი რუსების შემოსვლას?“, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, პოლიტოლოგმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა. 

ვანო მაჭავარიანის განცხადებით, „აირზენას“ მწვანე შუქი აქვს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან და სწორედ ამიტომ განაცხადა, რომ მომხრეა რუსეთთან ფრენების აღდგენის.

👉 რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა უმნიშვნელოვანესია, გვინდა თუ არა, რუსეთთან ვართ დაკავშირებული - რომან ბოკერია

„ფაქტია, რომ  სერგეი გავრილოვის განცხადებისთვის საქართველოსთან მიმართებით წინასწარ მზადდებოდა ნიადაგი. როგორი კითხვაც დაისვა, ისეთივე პასუხი მიიღო ლავროვისგან ქართულმა მხარემ. ტელეკომპანია „ალტინფო“ არის ამ ხელისუფლების შენაერთი. ასევე, ავიამიმოსვლის აღდგენა, როგორც ჩანს, წინასწარ იყო მომზადებული იმიტომ, რომ საქართველოს ავიახაზები „აირზენა“ არ მისცემდა თავის თავს უფლებას, თავისი ინიციატივა გაეღო და მიმოსვლის აღდგენაზე თავად მოეწოდებინა რუსეთისთვის. მათ მწვანე შუქი აქვს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან. ეს ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ რუსეთმა აჩვენოს, მას ჰყავს მოკავშირეები, ის ფაქტობრივად დარჩა მარტო. 

დასავლეთი და უკრაინა უკვე მოგვიწოდებს და სწორი მხარე ავირჩიოთ. ქვეყანა, რომელიც ასეთ პოზიციას ავითარებს, მისი ადგილი ევროკავშირში არ არის. ქვეყანა, რომელიც სანქციების ქვეშ შეიძლება დადგეს, მისი გზა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ დასრულებულია. 

ეს 12 პუნქტი საერთოდ არ აინტერესებს „ოცნებას“. დასავლეთი მაინც ცდილობს რაღაც ფორმით შეინარჩუნოს საქართველო. ადრე თუ გვიან მოუწევს „ოცნებას“ ფაქტის წინაშე დადგომა, 2023 წელი იქნება გადამწყვეტი. 

ვის რა ჯანდაბად უნდა პირდაპირი ფრენები, როდესაც შენი ქვეყნის არსებობა არ არსებობაზეა საუბარი. ხომ ყველამ ვიცით, რომ პირდაპირი ფრენები ნიშნავს მეტი რუსების შემოსვლას, მიქირავება-მოქირავებას, უბრალოდ  გავხდებით დიმპიტაურ-დამპიტაურ ქვეყანა, რუსეთს სწორედ ეს უნდა და შენი როგორც სახელმწიფო მშენებლობა უბრალოდ, მიიყიდება რუსულ რუბლებზე და ეს არის სამარცხვინო“, - აცხადებს პოლიტოლოგი  ვანო მაჭავარიანი.

ცნობისთვის, 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.

20 იანვარს სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთან აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები.

აღნიშნულ განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის მისასალმებელია. 

რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და აღნიშნა, რომ ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

⭕ ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან - კელი დეგნანი

⭕ აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა - სერგეი გავრილოვი

2019 წელს მომხდარი მოვლენების შემდეგ საქართველოში ვითარება დამშვიდდა დემოკრატია განმტკიცდა, ამიტომ ჩემი პოზიციაა, ავიამიმოსვლა აღდგეს - სერგეი გავრილოვი

⭕ მთელი უბედურება ის კი არაა, რომ ლავროვი გვაქებს, უბედურებაა ის, რომ ჩვენ ამას ვიფერებთ - პაატა ზაქარეიშვილი

⭕ რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინის მიმართ პოზიციისთვის - გახარია ლავროვის განცხადებაზე