მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ მომენტისთვის შეზღუდვების შემოღება ცოტათი გაჭირდება“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი  ზაზა წერეთელი
1626328071
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის ზაზა წერეთლის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა ძალიან ნაადრევი იყო.

შეზღუდვების მოხსნა ახლა იყო ძალიან ნაადრევი და იყო ძალიან დიდი სარისკო ნაბიჯი, რომელმაც არ გაამართლა და შედეგი სახეზეა. ახლა, ამ მომენტისთვის, ალბათ, შეზღუდვების შემოღება ცოტათი გაჭირდება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფომ მოახდინა ადრე დამუშავებისათვის ჯარიმების ჩამოწერა, მოსახლეობა იფიქრებს, რომ რომც დაარღვიოს ახლა შეზღუდვები, მას შეიძლება ისევ აპატიონ. მასობრივი თავშეყრები უნდა აიკრძალოს. ძალიან უნდა გამკაცრდეს კონტროლი იმაზე, რომ ადამიანები არ ატარებენ პირბადეებს“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „წინ ძალიან ცუდი პერიოდი გვაქვს“

👉 7 დაწესებულება, სადაც მოქალაქეები ფაიზერით აცრას შეძლებენ

👉 „აცრილი ადამიანების დაბალი მაჩვენებელი უამრავ გარდაცვლილს გულისხმობს“