მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წინ ძალიან ცუდი პერიოდი გვაქვს“ - ივანე ჩხაიძე

„მილიონი დოზა ვაქცინა, იქნება საფუძველი მასობრივი იმუნიზაციის დაწყების“
1625835747
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ აგვისტოში დელტა ვარიანტი ძალიან სწრაფად გახდება დომინანტური საქართველოში.

დელტა ვარიანტმა ბევრ ქვეყანაში ჩაანაცვლა ბრიტანული ვარიანტი, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში. ასევე მოხდება საქართველოშიც, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროგნოზით. აგვისტოში ძალიან სწრაფად, დელტა ვარიანტი გახდება დომინანტური.

ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული - მისი სწრაფი გავრცელებით, ახალგაზრდებში გავრცელებით, 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გავრცელებით. ასე რომ, წინ ძალიან ცუდი პერიოდი გვაქვს და ის ციფრები, რაც ბოლო კვირების და დღეებში ფიქსირდება, მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა შემთხვევების მატების უკან კორონავირუსის დელტა ვარიანტი იდგეს.

ახლა არის სწორედ ის პერიოდი, როცა ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ ამ ვარიანტის გავრცელების პიკისთვის. ეს პიკი თუ აგვისტოს თვეში იქნება, ერთი თვე გვაქვს კიდევ წინ, რომ ქვეყანა მეტ-ნაკლებად მომზადებულად შეხვდეს ამ შემთხვევების მატებას“ - აცხადებს ივანე ჩხაიძე

შეგახსენებთ, საქართველოში ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა დაფიქსირდა.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფექციის რამდენიმე შტამია გავრცელებული. გავრცელებულ შტამებს შორის არის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი რიჩარდ პიბოდი აცხადებს, რომ ვირუსს ცვალებადობა ახასიათებს და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.

პობოდის განცხადებით, COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება. მათი უმრავლესობა უმნიშვნელო იქნება.

ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რით განსხვავდება კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებისგან? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

რამდენად გვიცავს ვაქცინები კორონავირუსის ინდური შტამისგან?

ვაქცინამ შესაძლოა ვერ დაგვიცვას ინდური შტამისგან