მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამოიწვევს თუ არა საზღვრების გახსნა და ტურისტული სეზონის დაწყება შემთხვევების მატებას? - ივანე ჩხაიძის განმარტება

გამოიწვევს თუ არა საზღვრების გახსნა და ტურისტული სეზონის დაწყება შემთხვევების მატებას
1622369625
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში, ინდურ შტამსა და საზღვრების გახსნაზე ისაუბრა.

„რისკი იმისა, რომ ახალი შტამების გამოჩენის კვალდაკვალ შემთხვევის რაოდენობამ მოიმატოს ინდურ შტამთან დაკავშირებით უახლოეს კვირებში არაა, ამისათვის საჭიროა ამ შტამით ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის შემოსვლა ქვეყანაში, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია.

საზღვრების გახსნა და ტურისტული სეზონის დაწყება, რა თქმა უნდა, გამოიწვევს შემთხვევების მატებას, მაგრამ მთავარია რა დოზით და რა ინტენსივობით იქნება ეს მატება. არც იმის მოლოდინი გვაქვს, რომ ტურისტები შემოიტანენ სხვადასხვა შტამს, ყველა ქვეყანა ელოდება ტურისტული სეზონის გახსნის კვალდაკვალ შემთხვევების მატებას.

ვფიქრობთ, რომ ის რეგულაციები, რომელიც გვაქვს განსაკუთრებით საზღვრის კვეთის აუცილებელ მოთხოვნებიდან, მნიშვნელოვნად ამცირებს ამ რისკებს,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

რით განსხვავდება კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებისგან? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

„უკვე გვაქვს საფუძველი, რომ საქართველოში 12 წელს ზემოთ ბავშვებს ვაქცინაცია შევთავაზოთ“ - ივანე ჩხაიძე

„არსებული ვაქცინები წარმატებულად მოქმედებს ბრიტანულ, აფრიკულ და ინდურ შტამებზე“- ჯანმოს წარმომადგენელი