მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვფიქრობთ, შეთანხმების ახალი ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ“ - გიორგი ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი

„მიგვაჩნია, რომ შეთანხმების ახალი ფანჯარა, რომელიც გუშინ გაიხსნა, უნდა გამოვიყენოთ. მესმის, რომ ამ დოკუმენტში შეიძლება ყველა პუნქტი არ მოგწონდეს, თუმცა მასში არის ყველა ფუნდამენტი, რომელმაც შეიძლება რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოიყვანოს“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის საფუძველი გაჩნდა.

„ყველა საფუძველი შექმნილია იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ ამჯერად მაინც მოიქცეს სახელმწიფოებრივად და ამას ნუ აჭიანურებენ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ ყურადღება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ახალ დოკუმენტში პოლიტპატიმრებისა და საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ პუნქტებზე გაამახვილა.

„ამ დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული კონკრეტული საკითხები. პირველი, პოლიტპატიმრები, რომლებიც გვყავს უნდა გათავისუფლდნენ და განსაზღვრულია ფორმები და ვადები; ასევე, ფუნდამენტური საარჩევნო სისტემის ცვლილებები, რომელიც ყველა არჩევნების ჩატარებას სრულად პროპორციული წესით გულისხმობს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ახალ დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას შესთავაზა.

ახალი წინადადებით, ვადამდელი არჩევნები საქართველოში 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ვადამდელ არჩევნებამდე მისვლის საკითხი გამოსასწორებელია“ - ბოკერია შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე

⭕ „არ მომწონს და არ მჯერა, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს“ - ჯაფარიძე შარლ მიშელის დოკუმენტზე

⭕ შარლ მიშელი „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ახალი წინადადებებით მიმართავს - კარლ ჰარცელი