მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დელტა შტამით ინფიცირებული ჩვილი აფხაზეთიდან გადმოიყვანეს - დავით რეხვიაშვილი

პისიარ ტესტირებით დადგინდა რომ 1 პაციენტთან არის დელტა შტამი და ეს პაციენტი არის აფხაზეთიდან

ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა სატელევიზიო ეთერში კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის ბავშვების ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინდური შტამი მხოლოდ ერთ მათგანს დაუდასტურდა.

„კლინიკაში მოთავსებულია 2 თვემდე ასაკის ბავშვები. აქამდე მსგავსი შემთხვევა ჯერ არ გვქონია. ერთ-ერთი მათგანი არის აფხაზეთიდან გადმოყვანილი. ვიცით, რომ იქ ცირკულირებს ინდური შტამი, სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა ეჭვი. სიტუაციაში ჩაერთო საზოგადოებრივი ჯანდაცვა და გადაგზავნილი იქნა ნიმუში. სპეციფიკური პისიარ კვლევით დელტა შტამი დადასტურებულია. თუმცა, სეკვენირება გაკეთებული არ არის.

პისიარ ტესტირებით დადგინდა, რომ 1 პაციენტთან არის დელტა შტამი და ეს პაციენტი არის აფხაზეთიდან, მეორე პაციენტთან არ არის დელტა, არამედ არის ბრიტანული შტამი.

პაციენტებს თავიდანვე აღენიშნებოდათ რესპირაციული გართულებები. სუნთქვა იყო გართულებული, სისხლის ჟანგბადით მომარაგება იყო დარღვეული და მთავარი განმაპირობებელი არის ეს, რის გამოც პაციენტები ხელოვნურ აპარატზე არიან შემართებულები“, - აცხადებს ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორი.

შეგახსენებთ, საქართველოში ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა დაფიქსირდა.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფექციის რამდენიმე შტამია გავრცელებული. გავრცელებულ შტამებს შორის არის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი რიჩარდ პიბოდი აცხადებს, რომ ვირუსს ცვალებადობა ახასიათებს და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.

პობოდის განცხადებით, COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება. მათი უმრავლესობა უმნიშვნელო იქნება.

ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ბავშვებში ასეთი მძიმე მიმდინარეობა აქამდე არ ყოფილა“ - ივანე ჩხაიძე დელტა შტამზე

რით განსხვავდება კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებისგან? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

რამდენად გვიცავს ვაქცინები კორონავირუსის ინდური შტამისგან?

ვაქცინამ შესაძლოა ვერ დაგვიცვას ინდური შტამისგან