მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა გააგრძელებს გამოფიტვის ბრძოლას, მაგრამ ადრე თუ გვიან მას კონტრშეტევაზე გადასვლა მოუწევს - ლაშა ბერიძე

სამხედრო ანალიტიკოსი

„ვფიქრობ, უკრაინა გააგრძელებს გამოფიტვის ბრძოლას, მეორე არჩევანი არის გადავიდეს შეტევაზე, ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან, ეს მოუწევს“, - ამის შესახებ სამხედრო ანალიტიკოსმა და პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ განაცხადა. 

👉 რუსეთი შეეცდება საცხოვრებელ კორპუსებზე იერიშს, რათა მოახდინოს უკრაინული სარაკეტო თავდაცვის დეცენტრალიზაცია - ლაშა ბერიძე

სამხედრო ანალიტიკოსის  ცნობით, სოლედარი და ბახმუტი ომის ბედს ვერ გადაწყვეტს. 

„რუსებს გარკვეული წინსვლა ჰქონდათ ქალაქ სოლედარის მიმართულებით. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, სოლედარისთვის ბრძოლა ისევ მიმდინარეობს, ეს ტერიტორია არ გადასულა რუსულ ხელში. სოლედარი უკრაინელების მხრიდან გამოყენებული იქნა, რათა შეეჩერებინათ რუსული ჯარები. სოლედარი და ბახმუტი ვერ გადაწყვეტს ამ ომის ბედს, ამ ომის ბედი არის ის, რომ აქ რუსეთი დამარცხდება. დღეს საკვანძო  მიმართულება დონბასია.

უკრაინას აქვს 2 დიდი სტრატეგიული გამოსავალი, როგორ გააგრძელოს ბრძოლა. ერთი, ის, რომ მან აწარმოოს შემაკავებელი ოპერაციები და მოახდინოს მოწინააღმდეგის გამოფიტვა. რა თქმა უნდა, გამოფიტვის ბრძოლა გულისხმობს მცირე შეტევებსაც, მაგრამ ეს არ არის მასშტაბური კონტრშეტევა. ვფიქრობ, უკრაინა გააგრძელებს გამოფიტვის ბრძოლას.

მეორე არჩევანი არის გადავიდეს შეტევაზე. ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან, ეს მოუწევს. უკრაინას დღეს შეტევის საშუალება არ აქვს. დონბასში უკრაინა აწარმოებს ისევ თავდაცვით ოპერაციას. ჩვენ თუ სადმე ვიხილავთ უკრაინის მიერ კონტრშეტევას, ეს იქნება ზაპოროჟიედან სამხრეთით“, - აცხადებს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსები ზაპოროჟიეს რეგიონში თავდაცვისთვის ემზადებიან, ხოლო ბახმუტსა და სოლედარში ბრძოლები გრძელდება - საბრძოლო რუკა

✔️„რუსეთის დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია, გამარჯვება ჩვენი იქნება“ - რუსი დიპლომატი

✔️  მთელი უბედურება ის კი არაა, რომ ლავროვი გვაქებს, უბედურებაა ის, რომ ჩვენ ამას ვიფერებთ - პაატა ზაქარეიშვილი

✔️ ოლაფ შოლცი აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს

✔️ „მათ არ ეშინიათ დასჯის“ - ანალიტიკოსების თქმით, რუსეთში პუტინს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ