მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

78 დადებითი ტესტი - თურქი მამაკაცი 14 თვეა კოვიდისგან გამოჯანმრთელებას ვერ ახერხებს

თურქი კოვიდინფიცირებული მამაკაცი
1644058475
COVID-19

სტამბოლში მცხოვრები ლეიკემიით დაავადებული მუზაფერ კაიასანი 2020 წელს კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ გამოჯანმრთელებას ვერ ახერხებს, - ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. 

56 წლის კაიასანი 14 თვეა, რაც კარანტინშია. ამ დროის განმავლობაში მან 78 ტესტი ჩაიტარა, თუმცა ყველა მათგანი დადებითი აღმოჩნდა. 

„14 თვეა კარანტინში ვარ, ძალიან რთული პროცესია. სამი წლის წინ გავიკეთე ძვლის ტვინის წარმატებული გადანერგვა, მაგრამ შემდეგ კორონავირუსით დავინფიცირდი. 2020 წლიდან ვცხოვრობ კორონავირუსით. როცა ჩვენს მეცნიერებსა და ექიმებს ვკითხეთ, მათ მითხრეს, რომ ჩემი იმუნური სისტემა დაქვეითებული იყო, რადგან ლეიკემია მქონდა და 14 თვის განმავლობაში მაცოცხლეს იმ წამლებით, რაც მომცეს“, - აცხადებს თურქი კოვიდინფიცირებული. 

მუზაფერ კაიასანი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს, მისი თქმით კორონავირუსმა მას სოციალური ცხოვრება გაურთულა და შვილიშვილების ნახვასაც კი ვერ ახერხებს.

„ჩემი მეუღლე და შვილი დარჩნენ ჩემთან და კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, მე გადამდები არ ვარ, თუმცა მაინც კოვიდინფიცირებული ვარ. მეცნიერები ამბობენ, რომ სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ კოვიდი მაინც ჩემს ორგანიზმშია“, - აცხადებს კაიასანი. 

სტამბოლელი კაცი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

📢 D ვიტამინი კორონავირუსს ებრძვის და პაციენტებს სერიოზული ავადმყოფობის ან სიკვდილის რისკის შემცირებაში ეხმარება - კვლევა

📢 „არგუმენტი მედიკამენტი მცენარეულია, არ ნიშნავს იმას, რომ ვერაფერს დაგვიშავებს“ - მაია ბუწაშვილი

📢 „ინფიცირებულ ორსულებში მესამე ტრიმესტრში გართულებები იმატებს“ - პაატა ჟორჟოლიანი

📢 „კორონავირუსის დონე ცხვირსა და ყელში პიკს ხუთი დღის შემდეგ აღწევს“ - ზაზა წერეთელი

📢 სად და როდის იკავებს სხეულს ვირუსი - მიზანმიმართული ინფიცირება კოვიდზე უნიკალურ ინფორმაციას იძლევა - BBC

📢 იმუნური სისტემა ზოგჯერ ჩვენი მტერი ხდება - BBC