მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ველოდებით, რომ აუცილებლად იქნება აფეთქება“ - აკაკი ზოიძე

 პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე
1640237387
COVID-19

„ველოდებით, რომ აუცილებლად იქნება აფეთქება“, - ამის შესახებ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. 

ექსპერტმა მოსახლეობას, ვაქცინაციისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

მისი თქმით, ახალი შტამის გავრცელებამ შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს და მეექვსე ტალღა გამოიწვიოს. 

„ველოდებით, რომ აუცილებლად იქნება აფეთქება, სამწუხაროდ, თუმცა შეგვიძლია ეს აფეთქება შევარბილოთ იმით, რომ მაქსიმალურად ვატარებთ პირბადეებს, როცა თავშეყრები იქნება, გინდა დახურულ და გინდა ღია სივრცეში. ჩვენი ამოცანაა, რომ ზამთარი ისე გადავიტანოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები თანამემამულე დავკარგოთ. ადამიანებმა აუცილებლად უნდა აიცრან, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა რომ დავიცვათ თავი და ახლობლები“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „კორონავირუსი შიდსით ინფიცირებულებში შეიძლება მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდეს“ - სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები

⚫ „გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე გაუქმებული სიცოცხლე“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

„ომიკრონისგან“ განსაკუთრებით ბუსტერ დოზა იცავს“ - თენგიზ ცერცვაძე

„3-ჯერ ვაქცინირებულებსაც შეუძლიათ კორონავირუსის გადაცემა“ - BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ომიკრონი“ ადვილად აზიანებს ბავშვებს“ - ამირან გამყრელიძე

„ომიკრონი“ იქნება ის შტორმი, რომელიც გადაუვლის საქართველოს“ - დევი ტაბიძე

 „მონოკლინური ანტისხეულები „ომიკრონზე“ საერთოდ არ მუშაობს“ - ზაზა წერეთელი