მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ნიდერლანდებში ჩაფრენილი „ომიკრონით“ ინფიცირებული 14 მგზავრი ვაქცინირებული იყო

აეროპორტი ჰოლანდია
1638461253
COVID-19

ნიდერლანდების ჯანდაცვის ორგანოებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსული იმ 62 მგზავრიდან უმეტესობა, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ვაქცინირებული იყო, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

გარდა ამისა, ვაქცინირებული იყო 14 მგზავრიც, რომლებიც „ომიკრონის“ შტამით იყვნენ ინფიცირებული. 

კენემერლანდის ჯანდაცვის ორგანოს სპიკერმა, განაცხადა, რომ დადებითი ტესტის მქონეთა დაახლოებით 90% აცრილი იყო.

მისივე თქმით, ამგვარი პრეტენდენტის გამო, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად, ფრენის წინ ადამიანთა ტესტირება აუცილებელია. 

ინფორმაციისთვის, ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

⚫ მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

⚫ „საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC