COVID-19

„ომიკრონი“ ძალიან მაღალ გლობალურ რისკს წარმოადგენს“ - WHO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
1639409684
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ვარიანტი „ომიკრონი“, რომელიც დაფიქსირდა 60-ზე მეტ ქვეყანაში, „ძალიან მაღალ“ გლობალურ რისკს  წარმოადგენს.

ორგანიზაციის განმარტებით, არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ახალ ვარიანტს ვაქცინის დაცვისგან თავის არიდება შეუძლია, თუმცა მისი სიმძიმის შესახებ საკმაოდ შეზღუდული კლინიკური მონაცემები არსებობს.

„ზოგადი რისკი, რომელიც დაკავშირებულია ახალ, „ომიკრონ“ ვარიანტთან, რჩება ძალიან მაღალი მრავალი მიზეზის გამო“, - აღნიშნულია ჯანმოს განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, არსებობს ადრეული ნიშნები იმისა, რომ ვაქცინირებული და ვირუსისგან განკურნებული ადამიანების ორგანიზმში ვერ წარმოიქმნება „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად საკმარისი ანტისხეულები, რაც გამოიწვევს გადადების მაღალ მაჩვენებელსა და „მძიმე შედეგებს“.

„მეტი მონაცემებია საჭირო სიმძიმის პროფილის დასადგენად. თუმცა, მაშინაც კი, თუ ის დაავადების უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, ვიდრე დელტა ვარიანტი, მოსალოდნელია, რომ ჰოსპიტალიზაცია გაიზრდება გადაცემის გაზრდის შედეგად. მეტმა ჰოსპიტალიზაციამ კი, შეიძლება, ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვა და მეტი გარდაცვალება გამოიწვიოს“, - აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ომიკრონი“ სავარაუდოდ, უკვე საქართველოშია“ - გიორგი ფხაკაძე

⚫ „დიდი ალბათობით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამი გვაქვს“ - აკაკი ზოიძე

⚫ „ომიკრონის“ შტამმა ჰოსპიტალიზაცია საფრანგეთში 41%-ით გაზარდა - ზაზა წერეთელი

⚫ როგორ შეუძლიათ მეცნიერებს განაახლონ ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ? - მიკრობიოლოგის განმარტება

 „სამწუხარო ამბავი, რაც ამ ახალ შტამზე ისმის, უკავშირდება რეინფექციის რისკებს“ - ნანა გეგეჭკორი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

⚫ ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი