მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონი“ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდას გამოიწვევს“ - მარინა ენდელაძე

რამდენხანს გრელდება პოსკოვიდური სიმპტომები
1640001295
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა  ენდელაძე „რუსთავი 2“-ის ეთერში, საქართველოში „ომიკრონის“ შტამის დადასტურებას ეხმაურება. 

ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე, მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და აცრისკენ მოუწოდებს. 

მისი თქმით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდას გამოიწვევს.

„არის მაღალ კონტაგიოზური, ძალიან სწრაფად ვრცელდება. ამდენად, რა თქმა უნდა, უფრო მეტი იქნება ინფიცირებულების რაოდენობა. კარგია, რომ მონაცემებით ჯერჯერობით არის უფრო მსუბუქად მიმდინარე დაავადება, თუ ეს მართლაც ნამდვილად ასეა.

მაგრამ რამდენად მსუბუქადაც მიმდინარე დაავადება არ უნდა იყოს, ხანში შესულებში და ზოგიერთ ადამიანში შეიძლება წავიდეს მძიმედ, რა თქმა უნდა, როდესაც ბევრი იქნება დაინფიცირებული, ჰოსპიტალური სექტორი ისევ გადაიტვირთება“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ. 

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 2024 წლისთვის კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით „ენდემური“ გახდება - „ფაიზერი“

„ომიკრონის“ შემთხვევები იმ პირებს შორისაც ვიხილეთ, ვინც ვაქცინირებულია და მესამე დოზა მიიღო - CDC-ის დირექტორი

 დაასრულებს თუ არა ომიკრონი პანდემიას? - ნანა გეგეჭკორის განმარტება

„უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად, საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს“ - პაატა იმნაძე

 „საქართველომ უნდა მიიღოს შეზღუდვები, დააწესოს აკრძალვები“ - ზაზა წერეთელი

⚫„ომიკრონი“ დელტასთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც დაავადების შემთხვევები რამდენიმე დღეში ორმაგდება - ჯანმო

„ომიკრონით“ რეინფიცირების რისკი 5-ჯერ მეტია, ვიდრე დელტა შტამის შემთხვევაში - კვლევა