მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონით“ დაინფიცირების 2-ჯერ უფრო დიდი შანსია თვითმფრინავში და დახურულ სივრცეში“ - გიორგი ფხაკაძე

გიორგი ფხაკაძე
1640173518
COVID-19

ჯანდაცვის ექსპერტი და პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში „ომიკრონის“  24 შემთხვევის დადასტურებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ექსპერტის თქმით, „ომიკრონის“ გავრცელება, სავარაუდოდ ყოველდღიურად გასამდება.

მისი თქმით, ეს ციფრი სავარაუდოდ 100-ზე მეტია.

„გაფრთხილებდით, ვინ მომისმინა! ომიკრონის 24 შემთხვევა ოფიციალურად დაფიქსირდა, სინამდვილეში კი ეს ციფრი დღეს, სავარაუდოდ, 100-ზე მეტია! ქვეყანა მოუმზადებელია! გავრცელება საქართველოში იქნება, სავარაუდოდ, ყველაზე პესიმისტური სცენარით ანუ არსებული ინფექციის ყოველდღიურად 3-ჯერ გამრავლება.

ერთი კვირის პროგნოზი სამი სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში (არსებული ინფექციის ყოველდღიური გამრავლება): პესიმისტური (x3): 24 - 72- 216- 648- 1944- 5832- 17496 ინფიცირებული… საშუალო (x2): 24- 48- 96- 192- 384- 768- 1536 ინფიცირებული… ოპტიმისტური (x1.5): 24- 36- 54- 81- 122- 182- 365 ინფიცირებული…

რა ვქნათ: არსებული ჯანდაცვის მენეჯმენტი (მინისტრი) არ უნდა შეიცვალოს მინიმუმ 3-4 თვე და თუ შეიცვლება, უნდა იყოს მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებით დაკომპლექტებული (ჩემს ჩამოყვანას ვერავინ გაბედავს).

ბუსტერ დოზების პერიოდი ყველა ვაქცინირებულისთვის დაიწიოს 3 თვემდე ( მე-3 დოზა 3 თვეში მე-2 დოზიდან)
მასიური საინფორმაციო კამპანია ყველასთან და ამ კომპანიის მიზანი უნდა იყოს:

სამედიცინო პირბადე

დისტანცია

შენობების განიავება

ბუსტერ დოზები (ამჟამად მე-3 დოზა და ახალი წლის მერე სავარაუდოდ, 3-4 თვეში მე-4 დოზა მხოლოდ „ფაიზერით“ ან „მოდერნით“); არაპოლიტიზირება ამ საკითხის საწოლფონდის მობილიზება იანვრის შუა რიცხვებისთვის (სავარაუდოდ, 2022 წლის 15-20 იანვრისთვის იქნება პირველი დარტყმა ჰოსპიტალურ სექტორზე და სიკვდილიანობა, სავარაუდოდ, 2-3 კვირაში გაიზრდება)

ჟანგბადის მომარაგება (იანვარ-თებერვლისთვის). „ფაიზერთან“ და „მოდერნასთან“ აქტიური მოლაპარაკებები (ასევე ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან). დღეს მთლიანად ფაიზერზე გადასვლა პირველი, მე-2 და მე-3 დოზები. ქვეყანაში სხვა ვაქცინების შეჩერება („სინოვაკი“/„სინოფარმი“/„ასტრაზენეკა“). კოვიდპასპორტიდან უნდა გადავიდეთ ვაქცინაციის საბუთზე! ეს ნიშნავს - პირველი, მე-2 და მე-3 დოზები და ახალი წლიდან მე-4 დოზები.

რაც შეეხება მოგზაურობას, სამწუხაროდ, თვითმფრინავში „ომიკრონით“ დაინფიცირების ორჯერ უფრო დიდი შანსია, ისევე, როგორც ყველა სხვა დახურულ სივრცეში! ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „კორონავირუსი შიდსით ინფიცირებულებში შეიძლება მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდეს“ - სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები

⚫ „გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე გაუქმებული სიცოცხლე“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

„ომიკრონისგან“ განსაკუთრებით ბუსტერ დოზა იცავს“ - თენგიზ ცერცვაძე

„3-ჯერ ვაქცინირებულებსაც შეუძლიათ კორონავირუსის გადაცემა“ - BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ომიკრონი“ ადვილად აზიანებს ბავშვებს“ - ამირან გამყრელიძე

„ომიკრონი“ იქნება ის შტორმი, რომელიც გადაუვლის საქართველოს“ - დევი ტაბიძე

 „მონოკლინური ანტისხეულები „ომიკრონზე“ საერთოდ არ მუშაობს“ - ზაზა წერეთელი