მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოფარმი“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ და „სპუტნიკის“ ვაქცინა „ომიკრონის“ წინააღმდეგ სუსტია

„სინოფარმი“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ და „სპუტნიკის“ ვაქცინა
1640182268
COVID-19

„სინოფარმი“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ და სპუტნიკის ვაქცინა „ომიკრონის“ წინააღმდეგ სუსტია, - ამის შესახებ ინფორმაციას bloomberg ავრცელებს.

მკვლევარების თქმით,  13 ადამიანიდან მხოლოდ სამმა, რომლებმაც მიიღეს „სინოფარმის“ ვაქცინაციის ორივე დოზა, აჩვენეს ნეიტრალიზებული ანტისხეულები „ომიკრონის“ მიმართ. J&J შემთხვევაში შემცირდა 12 ნიმუშიდან ერთზე. Sputnik-ით სრულად აცრილი 11 ადამიანიდან არცერთს არ გამოუმუშავებია ანტისხეულები.

ანტისხეულები კოვიდგადატანილ ადამინებში შემცირდა. ანტისხეულების დონე ადამიანთა ამ ქვეჯგუფში ხუთჯერ დაეცა, ვიდრე იმათთან, ვინც ორივე აცრა გაიკეთა და არ ჰქონდა კოვიდინფექცია.

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „კორონავირუსი შიდსით ინფიცირებულებში შეიძლება მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდეს“ - სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები

⚫ „გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე გაუქმებული სიცოცხლე“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

„ომიკრონისგან“ განსაკუთრებით ბუსტერ დოზა იცავს“ - თენგიზ ცერცვაძე

„3-ჯერ ვაქცინირებულებსაც შეუძლიათ კორონავირუსის გადაცემა“ - BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ომიკრონი“ ადვილად აზიანებს ბავშვებს“ - ამირან გამყრელიძე

„ომიკრონი“ იქნება ის შტორმი, რომელიც გადაუვლის საქართველოს“ - დევი ტაბიძე

 „მონოკლინური ანტისხეულები „ომიკრონზე“ საერთოდ არ მუშაობს“ - ზაზა წერეთელი